Skip to content
26/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სახალხო დამცველმა შშმ პირთა დღის ცენტრი მოინახულა

მარშალ პრესი 26/11/2026
levan-ioseliani

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

2026 წლის 25 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თბილისში არსებული დღის ცენტრი – ა(ა)იპ „კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“ მოინახულა, სადაც ამჟამად 53 ზრდასრული შშმ პირი იღებს მომსახურებას.

სახალხო დამცველმა დაათვალიერა ცენტრის ფიზიკური გარემო, გაესაუბრა თანამშრომლებსა და ბენეფიციარებს, გაეცნო ცენტრის მიერ შეთავაზებულ მრავალფეროვან სარეაბილიტაციო აქტივობებს (ხისა და მეორადი ქაღალდის დამუშავებას, ერგოთერაპიას, თიხაზე მუშაობას, სანთლების დამზადებასა და დეკორაციას და სხვ.). ასევე, განიხილა შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიმართულებით არსებული გამოწვევები და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობისა და დასაქმების მნიშვნელობაზე.

Post navigation

Previous: თბილისის საკრებულოში იგავ-არაკების კრებულის „სიბრძნე სიცრუისა“ წარდგენა შედგა
Next: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გივი სანიკიძემ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.