Skip to content
26/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გივი სანიკიძემ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

მარშალ პრესი 26/11/2026
469A5465

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გივი სანიკიძემ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა და მათ კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

ლექციის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების რეგულირების მნიშვნელობის, განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშეწყობის, დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შესახებ.

გივი სანიკიძემ დეტალურად ისაუბრა სატარიფო პოლიტიკის ძირითად პრინციპებზე, რეგულირების მექანიზმებსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე.

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ სხვადასხვა სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები.

Post navigation

Previous: სახალხო დამცველმა შშმ პირთა დღის ცენტრი მოინახულა
Next: შალვა პაპუაშვილი: აშშ-ის ხელისუფლების მიერ გასაჯაროებული დოკუმენტები ნათელს ჰფენს, თუ როგორ იყო მოწყობილი USAID-ის უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელები
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.