Skip to content
26/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ევროპარლამენტმა საკუთარი რეპუტაცია იმდენად დააზიანა, რომ მის რეზოლუციებს აღარავინ აქცევს ყურადღებას – მათ შორის არც ევროკომისია და არც ის ქვეყნები, რომელთა სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდაც ეს რეზოლუციები მიიღება

მარშალ პრესი 26/11/2026
guram macharashvili

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

„ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტების გამო, დღეს აღარავის აინტერესებს, რას ჩაწერს ევროპარლამენტი თავის მორიგ რეზოლუციაში“, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა, ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ დაგეგმილი მორიგი რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ევროპარლამენტი, როგორც წესი, გვერდზე დებს ევროპული და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს საქართველოსთან დაკავშირებით და კუბილიუსისა და კალასის ჩვენებებზე დაყრდნობით იღებს რეზოლუციებს, სადაც წერენ, თითქოს ქვეყანაში დემოკრატია შავ დღეშია.

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ევროპარლამენტმა საკუთარი რეპუტაცია იმდენად დააზიანა, რომ მის რეზოლუციებს აღარავინ აქცევს ყურადღებას – მათ შორის არც ევროკომისია და არც ის ქვეყნები, რომელთა სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდაც ეს რეზოლუციები მიიღება.

საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული ყველა რეზოლუცია ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული იყო. სწორედ ამიტომ ევროპარლამენტმა თავისი სანდოობა პრაქტიკულად გაანადგურა, ახლა კი მორიგი რეზოლუციის „გამოცხობას“ აპირებს.

მაშინ, როცა ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტები, მსოფლიო და აზიის განვითარების ბანკები თუ სავალუტო ფონდი ყოველკვირეულად აქვეყნებენ კვლევებს, სადაც საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, ევროპარლამენტი საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრობს. ეს ცნობილ ქართულ ფილმ „მონანიებაში“ ნათქვამ ფრაზას მაგონებს: „მაინც ამოვთხრი!“. ისინი გვერდზე დებენ ევროპული და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს და კუბილიუსისა და კალასის ჩვენებებზე დაყრდნობით იღებენ რეზოლუციებს და წერენ, თითქოს ქვეყანაში დემოკრატია შავ დღეშია.

ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტების გამო, დღეს აღარავის აინტერესებს, რას ჩაწერს ევროპარლამენტი თავის მორიგ რეზოლუციაში,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ოზურგეთის თეატრის ისტორიულ მუზეუმსა და ხმის ჩამწერ სტუდიას სრული რებილიტაცია ჩაუტარდება
Next: თბილისში დააკავეს ბანკის თანამშრომელი, რომელსაც 800 ათასი ლარის მითვისებაში ადანაშაულებენ
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.