კულტურის მინისტრი მაია ბითაძე და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმყოფებოდნენ.
მინისტრმა და სახელმწიფო რწმუნებულმა თეატრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. თეატრის დირექტორმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ მათ თეატრის შემოქმედებითი საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო.
თეატრის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შენობის სრული რეაბილიტაცია და თანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობებით აღჭურვა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდა. 2028 წელს ოზურგეთის თეატრი დაარსებიდან 160 წლის იუბილეს, ხოლო ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს. იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილია თეატრის ისტორიული მუზეუმისა და ხმის ჩამწერი სტუდიის სრული რეაბილიტაცია და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლება.
