Skip to content
26/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნინო ფოჩხუა გიორგი ზურაბაშვილის გუშინდელ ინტერვიუზე: ჩამოიშალა ნაცების პროპაგანდა „ქართული ოცნების“ პრორუსულობის შესახებ და კიდევ ერთხელ დამტკიცდა კოლექტიური ნაცმოძრაობის ყოფნა რუსეთის სამსახურში

მარშალ პრესი 26/11/2026
nino pochkhua

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

რუსეთში საქართველოს სპეციალური წარმომადგენლის გიორგი ზურაბაშვილის გუშინდელ ინტერვიუში ბევრი გაუგებრობაა. გაუგებარია თუ რატომ აიკრძალა სხვადასხვა ღვინის სახეობა და კიდევ ემატება, მაშინ როცა ქართული ღვინო გამოირჩევა თავისი ხარისხით, დაბალი ფასით და რაც მთავარია დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსეთის მოსახლეობაში – წერს  ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, გამოდის, „სასურველ პროდუქტს გზას უკეტავს საკუთარი ხელისუფლება, სამაგიეროდ გზას უხსნის ბევრად ძვირ ევროპულ ღვინოებს, ისე რომ არ ითვალისწინებს საკუთარი მოსახლეობის ინტერესებს“.

„რუსეთში საქართველოს სპეციალური წარმომადგენლის გიორგი ზურაბაშვილის გუშინდელ ინტერვიუში ბევრი გაუგებრობაა. გაუგებარია თუ რატომ აიკრძალა სხვადასხვა ღვინის სახეობა და კიდევ ემატება, მაშინ როცა ქართული ღვინო გამოირჩევა თავისი ხარისხით, დაბალი ფასით და რაც მთავარია დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსეთის მოსახლეობაში. გამოდის, რომ სასურველ პროდუქტს გზას უკეტავს საკუთარი ხელისუფლება, სამაგიეროდ გზას უხსნის ბევრად ძვირ ევროპულ ღვინოებს, ისე რომ არ ითვალისწინებს საკუთარი მოსახლეობის ინტერესებს.

ან ის შემოთავაზება, რომ დამეგობრდნენ უნივერსიტეტები და გაიცვალონ სტუდენტები, ეს ხომ რადიკალური ოპოზიციისთვის პირდაპირი დახმარებაა, რომ უფრო გააღვივონ ხელისუფლების პრორუსულობა, რომელიც აბსურდია. მე ასე მგონია, რომ უკვე ბევრი მიხვდა, სააკაშვილზე სასურველი პრეზიდენტი რუსეთს ჯერ არ ჰყოლია და მაქსიმალურად ასხამდა ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე წყალს, რასაც სააკაშვილი მადლიერებით პასუხობდა, სტრატეგიული ობიექტების გადაცემითა და ქართული მიწის ოკუპაციით. ამას კიდევ დაემატა სააკაშვილის გუშინდელი განცხადება, რომ იგი ხელისუფლებაში ყოფნის პირველი დღიდან ემსახურებოდა რუსეთს, რადგან რუსეთის ძალისხმევით მოვიდა ხელისუფლებაში, გავიხსენოთ ივანოვი “ვარდების რევოლუციის” დროს და სერგეი ივანოვი საპატიო ადგილას გამოჭიმული სააკაშვილის ინაუგურაციის დროს.
ასე რომ ჩამოიშალა ნაცების პროპაგანდა ქართული ოცნების პრორუსულობის შესახებ და კიდევ ერთხელ დამტკიცდა კოლექტიური ნაცმოძრაობის ყოფნა რუსეთის სამსახურში.“ – წერს ფოჩხუა.

Post navigation

Previous: მიხეილ სარჯველაძე: „დევნილთა კომპენსაციის პროგრამის მიმართ ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა“
Next: ოზურგეთის თეატრის ისტორიულ მუზეუმსა და ხმის ჩამწერ სტუდიას სრული რებილიტაცია ჩაუტარდება
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.