Skip to content
26/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: „დევნილთა კომპენსაციის პროგრამის მიმართ ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა“

მარშალ პრესი 26/11/2026
mixeil sarjveladze

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

„მოლოდინს გადააჭარბა პროგრამის მიმართ ინტერესმა. ბევრად მეტი აღმოჩნდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისთვისაც დროის გათვალისწინებით, ოპტიმალურია სახელმწიფოს შეთავაზება. საბოლოო ჯამში, კომპენსაციის მისაღებად, მიმართვა 15 000-ზე მეტმა ოჯახმა გააკეთა“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დევნილთა ფულადი კომპენსაციის პროგრამის შესახებ, რომლის ფარგლებშიც საცხოვრისის ნაცვლად, ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარი გაიცემა. 

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ოჯახები თანხას გაკეთებული განაცხადების თანმიმდევრობის მიხედვით მიიღებენ, თუმცა, პირველ ეტაპზე მიმდინარეობს გადამოწმების პროცედურები. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ადმინისტრაციული პროცესის შემდეგ, დაიწყება კომპენსაციების გაცემა. 

„ვფიქრობ, დაახლოებით, დეკემბრის შუა რიცხვებიდან უკვე მზად ვიქნებით კომპენსაციების გასაცემად. ჩვენ შევეცდებით, გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში, მთლიანად ამოვწუროთ თანხა და დავაკმაყოფილოთ ოჯახები. რაც შეეხება მომდევნო წელს, პროგრამა გაგრძელდება – საბედნიეროდ, მომავალი წლის ბიუჯეტიც იძლევა შესაძლებლობას, შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც გაკეთებული განაცხადებიდან გამომდინარეობს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ. 

Post navigation

Previous: ილონ მასკმა გაავრცელა პოსტი და დაეთანხმა სტატიაში მოყვანილ იმ ინფორმაციას, რომელშიც USAID საქართველოსა და სხვა ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების“ დაფინანსებაშია დადანაშაულებული
Next: ნინო ფოჩხუა გიორგი ზურაბაშვილის გუშინდელ ინტერვიუზე: ჩამოიშალა ნაცების პროპაგანდა „ქართული ოცნების“ პრორუსულობის შესახებ და კიდევ ერთხელ დამტკიცდა კოლექტიური ნაცმოძრაობის ყოფნა რუსეთის სამსახურში
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.