საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში კოლეჯ „ჰორიზონტში” იმყოფებოდნენ, სადაც კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს და სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცეს.
ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებმა, კოლეჯის თანამშრომლებთან ერთად, გურულ რთველში მოიღეს მონაწილეობა.
სოფელ გორაბერეჟოულში კოლეჯის მშენებლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. კოლეჯი აღჭურვილია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კოლეჯი 100-სტუდენტზეა გათვლილი და ახალგაზრდებს სთავაზობს მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებს, მათ შორის, მევენახეობას, სატყეო საქმეს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, ბუღალტრულ აღრიცხვას, მებაღეობას და სხვა.
გორაბერეჟოულის კოლეჯი 1924 წლიდან ფუნქციონირებს.
