Skip to content
25/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა, სიმსივნის საწინააღმდეგო და ქრონიკულ მედიკამენტებზე მოვხსენით ლიმიტები, სამედიცინო მომსახურებაზე კი თანაგადახდის ზედა ზღვარი დავაწესეთ, რათა მკურნალობის ხარჯი პაციენტისთვის ტვირთად არ იქცეს

მარშალ პრესი 25/11/2026
Capture

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა
განსაკუთრებული პრიორიტეტია ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა. სიმსივნის საწინააღმდეგო და ქრონიკულ მედიკამენტებზე მოვხსენით ლიმიტები, სამედიცინო მომსახურებაზე კი თანაგადახდის ზედა ზღვარი დავაწესეთ, რათა მკურნალობის ხარჯი პაციენტისთვის ტვირთად არ იქცეს. 2025 წლიდან დავიწყეთ პირველადი ჯანდაცვის პრევენციაზე გათვლილი გარდაქმნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თოდუას ახალი  ქირურგიული კლინიკის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების მიზანია, მოქალაქეებმა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღება საკუთარ ქვეყანაში შეძლონ.
„ჩვენი მიზანია, თანმიმდევრული ნაბიჯებით შევქმნათ ისეთი სისტემა, სადაც სახელმწიფო ხელმისაწვდომობას, ხოლო კერძო სექტორი – თანამედროვე ტექნოლოგიასა და სიმძლავრეებს უზრუნველყოფს, მოქალაქე კი საბოლოო ჯამში მიიღებს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას ჩვენს ქვეყანაში.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული. განსაკუთრებული მადლობა კლინიკის ხელმძღვანელობას, მთლიანად სამედიცინო პერსონალს და ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ პროექტში. ეს არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ჩვენი ქვეყნის სამედიცინო სექტორის განვითარებაში და მინდა, წარმატებები გისურვოთ,”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: სოფელ გორაბერეჟოულში კოლეჯ „ჰორიზონტის” კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
Next: პრემიერი – ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს, თანამედროვე კლინიკა სრულფასოვნად მაშინ ასრულებს საკუთარ დანიშნულებას, როცა მკურნალობის საშუალება ყველას აქვს, სწორედ ამიტომ ვზრუნავთ სამედიცინო სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.