Skip to content
25/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში პროკურორებმა თბილისის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

მარშალ პრესი 25/11/2026
1005

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის  წარმომადგენლებმა თბილისის 51-ე, 208-ე, მე-2  საჯარო სკოლებსა და კერძო სკოლა „ალბიონში“ მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. 

საინფორმაციო შეხვედრებზე პროკურორებმა დეტალურად ისაუბრეს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე და მის ფორმებზე, ასევე  მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სამართლებრივ მექანიზმებზე. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომებზე,  ძალადობის ადრეულ ეტაპზე ამოცნობაზე, პრევენციასა და სამართალდამცავი ორგანოებისათვის დროული შეტყობინების მნიშვნელობაზე.

შეხვედრებზე მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვები დასვეს რაზეც  პროკურორებისგან ამომწურავი პასუხები მოისმინეს.

16-დღიანი გლობალური კამპანია ყოველწლიურად 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება. მისი მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ძალადობის პრევენცია და ძალადობის აღმოფხვრის პროცესში სახელმწიფო უწყებებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერება.

საქართველოს პროკურატურა ყოველწლიურად უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას. მიმდინარე წელსაც, კამპანიის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ცნობიერების ამაღლებისა და ძალადობის პრევენციის მიზნით საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს.

Post navigation

Previous: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
Next: სოფელ გორაბერეჟოულში კოლეჯ „ჰორიზონტის” კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.