Skip to content
25/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მარშალ პრესი 25/11/2026
prokuratura

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინ“-ს, რომელიც 2026 წლის იანვარში თანხის სანაცვლოდ ორ ეტაპად გაასაღა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის ნასამართლევი პირის მიერ) და 260 ტერცია მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის ნასამართლევი პირის მიერ) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

Post navigation

Previous: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა პარლამენტს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.