Skip to content
25/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი მეზურნიშვილი: მოგეხსენებათ, რამდენი კონფლიქტი არის რეგიონში და როგორ ანადგურებს შეიარაღებული კონფლიქტი ეკონომიკას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე

მარშალ პრესი 25/11/2026
irakli mezurnishvili

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე,- ამის შესახებ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი მეზურნიშვილმა ათენში განაცხადა, სადაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის რიგით 68-ე გენერალურ ასამბლეაზე იმყოფება.

„საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვიმყოფებით საბერძნეთის დედაქალაქ ათენში. აქ იმართება რიგით 68-ე გენერალური ასამბლეა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის. დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მიგვეღო მონაწილეობა გენერალურ დებატებში. ძირითადი საკითხები არის ძალიან აქტუალური: შეიარაღებული კონფლიქტის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. მოგეხსენებათ, რამდენი კონფლიქტი არის ზოგადად რეგიონში და როგორ ანადგურებს შეიარაღებული კონფლიქტი ეკონომიკას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალურად მშვიდობა, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე.

ასევე მქონდა დღეს პატივი ეკონომიკური კომიტეტის წაყვანის. დღეს ასევე გაიმართა საინტერესო დებატები თვითონ კომიტეტის ფარგლებში, რომელსაც ვხელმძღვანელობდი მე, როგორც პაბსეკის ვიცე-პრეზიდენტის რანგში და იქ იყო სხვადასხვა რეზოლუციები, სხვადასხვა რეკომენდაციები. აქტიურად არის საქართველო ჩართული ზოგადად პაბსეკის საქმიანობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ეს პლატფორმა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად“,- განაცხადა მეზურნიშვილმა.

Post navigation

Previous: შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი მეზურნიშვილმა და დელეგაციის წევრმა, ლევან მახაშვილმა PABSEC-ის 68-ე გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობა მიიღეს
Next: ლევან მახაშვილი: შავი ზღვა არის მსოფლიო კვანძი, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა კონტინენტს. მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად შავი ზღვის რეგიონი იყოს არა დაპირისპირების არამედ მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების რეგიონი
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.