Skip to content
25/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი მეზურნიშვილმა და დელეგაციის წევრმა, ლევან მახაშვილმა PABSEC-ის 68-ე გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობა მიიღეს

მარშალ პრესი 25/11/2026
55

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

ათენში, საბერძნეთის პარლამენტის მასპინძლობით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 68-ე გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს, რომელშიც წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციები მონაწილეობენ.

გაიმართა ასამბლეის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომები. გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე მონაწილეებმა რეგიონული თანამშრომლობისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ იმსჯელეს.

პლენარული სხდომის ფარგლებში გაიმართა გენერალური დებატები საზოგადოებაზე, ეკონომიკაზე, გარემოსა და ადამიანის უფლებებზე შეიარაღებული კონფლიქტების გავლენის შესახებ. დებატებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მეზურნიშვილმა. თავის გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა კონფლიქტების მძიმე შედეგებზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობასა და საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებაზე, ასევე რეგიონულ უსაფრთხოებაზე. მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობას და საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას.

ირაკლი მეზურნიშვილი ასამბლეის პლენარული სესიის მეორე ნაწილს თავმჯდომარეობდა, რომლის ფარგლებშიც ხელმძღვანელობდა ეკონომიკური და განვითარების პოლიტიკის კომიტეტის სხდომას. ასამბლეამ განიხილა კომიტეტის მიერ მომზადებული ანგარიში და შესაბამისი რეკომენდაცია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში კლიმატის ცვლილების ეკონომიკური ასპექტების შესახებ.. ბოლოს ასამბლეის თავმჯდომარეობა როტაციის წესით მოლდოვას გადაეცა.

გენერალური ასამბლეის მუშაობა გრძელდება, რომლის ფარგლებშიც გაიმართება იურიდიულ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის, ასევე სოციალური და ჰუმანიტარული პოლიტიკის კომიტეტების სხდომა. დღის წესრიგშია ინოვაციების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, განათლების, ჯანდაცვისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების საკითხები.

PABSEC-ის გენერალური ასამბლეა მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის საპარლამენტო დიალოგის, თანამშრომლობისა და საერთო გამოწვევებზე მსჯელობისთვის.

Post navigation

Previous: ამას რა ჰქვია “უნახავმა რა ნახა” თუ “ვირო მადლი”? – ლევან ჭოტორლიშვილი
Next: ირაკლი მეზურნიშვილი: მოგეხსენებათ, რამდენი კონფლიქტი არის რეგიონში და როგორ ანადგურებს შეიარაღებული კონფლიქტი ეკონომიკას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.