Skip to content
25/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: შავი ზღვა არის მსოფლიო კვანძი, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა კონტინენტს. მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად შავი ზღვის რეგიონი იყოს არა დაპირისპირების არამედ მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების რეგიონი

მარშალ პრესი 25/11/2026
levan maxashvili

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

ჩვენ ვიმყოფებით შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაზე. ქართული დელეგაცია მონაწილეობას იღებს ძალიან მნიშვნელოვან დისკუსიებში, რომელიც ეხება შავ ზღვას,- განაცხადა დელეგაციის წევრმა, ლევან მახაშვილმა, რომელმაც PABSEC-ის 68-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც მახაშვილმა აღნიშნა, პარტნიორებთან ერთად ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ შავი ზღვის რეგიონი იყოს არა დაპირისპირების რეგიონი, არამედ მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების რეგიონი.

„შავი ზღვა არ არის ერთ-ერთი რეგიონული ზღვა, ეს არის მსოფლიო კვანძი, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა კონტინენტს, სხვადასხვა ცივილიზაციას, სხვადასხვა სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ, სურსათის მიწოდების ჯაჭვებს. ამიტომ მნიშვნელოვანია შავ ზღვაში სტაბილურობა, მათ შორის საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და შესაბამისად, ეს დისკუსიები აუცილებელი და საჭიროა იმისთვის, რომ ყველა, ვინც შავი ზღვის ფართო რეგიონის მონაწილეა, უზრუნველყოს შავი ზღვის მთლიანი რეგიონის უსაფრთხოება, ამ რეგიონში მშვიდობა.

საქართველოსთვისაც, რა თქმა უნდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება, ამ მიწოდების და სავაჭრო გზების სტაბილურობა და ეს დისკუსიები სწორედ ამას უკავშირდება. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად შავი ზღვის რეგიონი იყოს არა დაპირისპირების რეგიონი, არამედ მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების რეგიონი“,-განაცხადა მახაშვილმა.

Post navigation

Previous: ირაკლი მეზურნიშვილი: მოგეხსენებათ, რამდენი კონფლიქტი არის რეგიონში და როგორ ანადგურებს შეიარაღებული კონფლიქტი ეკონომიკას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე
Next: გურამ მაჭარაშვილი: არც „ლელოს“ და არც გახარიას პარტიას არ დაუგმია 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები – ისინი ამ აქციებზე დაკავებულ ადამიანებს დღესაც კი პოლიტპატიმრებს უწოდებენ
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.