Skip to content
24/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: 2026 წელი მნიშვნელოვანი იყო, რადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში

მარშალ პრესი 24/11/2026
მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

2026 წელი მნიშვნელოვანი იყო, რადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანში სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, აღსანიშნავია 6 წლიანი პაუზის შემდეგ ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლით მიმოსვლის აღდგენა.

„ასევე მნიშვნელოვანი იყო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზაციის დასრულება. ეს პროექტი არის არა მხოლოდ სამი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, არამედ რეგიონული მნიშვნელობა აქვს უფრო ფართოდ და დაკავშირებადობის კონტექსტში ამ პროექტის სრულად დატვირთვას აქვს ჩვენი ქვეყნებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ გაიზარდოს სატრანზიტო პოტენციალი.

მნიშვნელოვანი შეთანხმებები იყო მიღწეული ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე წლის განმავლობაში. ამ მიმართულებით გაფორმებული შეთანხმებები, კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას და ხსნის ახალ შესაძლებლობებს რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაში.

პოზიტიური დინამიკა გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, ინვესტიციების კუთხით თანამშრომლობის სფეროში, თუმცა პოტენციალი არის ყოველთვის უფრო მეტი და ამ შემთხვევაშიც, მოხარული ვიქნებით თუ ვნახავთ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, გაძლიერებას და ქვეყნებს შორის არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებას“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

Post navigation

Previous: გოგებაშვილის ქუჩაზე მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე 2 პირი დააკავეს
Next: უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი ზელენსკის ადმინისტრაციას ანტიკორუფციულ გამოძიებაში ჩარევაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ოფისმა პროკურორებს NABU-ს დირექტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა დაავალა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.