Skip to content
24/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი ზელენსკის ადმინისტრაციას ანტიკორუფციულ გამოძიებაში ჩარევაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ოფისმა პროკურორებს NABU-ს დირექტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა დაავალა

მარშალ პრესი 24/11/2026
ruslan kravchenko

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო, Fox News-თან საუბრობს თანამდებობიდან მის გათავისუფლებასა და ანტიკორუფციულ უწყებებთან დაკავშირებულ დაპირისპირებაზე.

კრავჩენკო, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციას ადანაშაულებს ქვეყნის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან დაკავშირებულ გამოძიებაში ჩარევაში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სექტემბერში პრეზიდენტმა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა.

Fox News Digital-ისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, რომ ზელენსკის გადაწყვეტილება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მიღებულ იქნა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) და ანტიკორუფციული სპეციალიზებული პროკურატურის (SAPO) ზეწოლის შედეგად; მისი თქმით, სწორედ ამ უწყებების წარმომადგენლების მიმართ აწარმოებდა გამოძიებას მისი უწყება.

„განცხადებაზე ხელი მე მოვაწერე, თუმცა გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიიღო. იმისთვის, რომ პრეზიდენტს ხელები შეუკრა, სულაც არ არის საჭირო, მას ბორკილები დაადო; საკმარისია, საფრთხის ქვეშ დააყენო ის ადამიანები, რომლებსაც ის ეყრდნობა,“- აღნიშნა კრავჩენკომ.

კრავჩენკოს ყველაზე სერიოზული ბრალდება იმ მოვლენებს უკავშირდება, რაც ამის შემდეგ განვითარდა. ის ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ოფისმა პროკურორებს დაავალა, შეეწყვიტათ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც NABU-ს დირექტორს, სემენ კრივონოსს ეხებოდა. კრავჩენკომ აღნიშნული ნაბიჯი „გამოძიებაში მიზანმიმართულ ჩარევად” შეაფასა.

Post navigation

Previous: მაკა ბოჭორიშვილი: 2026 წელი მნიშვნელოვანი იყო, რადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში
Next: სანდუს პოლიტიკამ მოლდოველი გლეხები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო: რატომ ვერ გააქვს მოლდოვას ვაშლი ევროკავშირში და რატომ რჩება მოსავალი ბაღებში
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.