Skip to content
24/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

გოგებაშვილის ქუჩაზე მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

მარშალ პრესი 24/11/2026
dakaveba

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ორი პირი დააკავეს.

გამოძიების ცნობით, თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე, ბრალდებულებსა და ერთ-ერთ მამაკაცს შორის, ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა კონფლიქტი, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომხდარი დაპირისპირებისას მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი ბრალდებულის სახით შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Post navigation

Previous: არჩილ გორდულაძე ლემონჯავას: მთავარია, რას აკეთებენ პარტიები დაფუძნების დღიდან და როგორ ემხრობიან, როგორ ამართლებენ ან როგორ ცდილობენ მათი ამჟამინდელი ლიდერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები, წარსულშიც და ახლაც, გაამართლონ ძალადობა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება
Next: მაკა ბოჭორიშვილი: 2026 წელი მნიშვნელოვანი იყო, რადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.