Skip to content
24/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: მსოფლიოში არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს შემთხვევა, როცა სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილი არაკონსტიტუციური პარტიები ამდენ არჩევნებზე ცდილობდნენ სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმას

მარშალ პრესი 24/11/2026
archil gorduladze9

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში არ არსებობს პრაქტიკა, როდესაც სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილი არაკონსტიტუციური პარტიები ამდენ არჩევნებზე ცდილობენ კონსტიტუციური განაწესის უგულებელყოფას.

მისი თქმით, მმართველი გუნდის სარჩელში სწორედ ეს არის ერთ-ერთი საფუძველი აღნიშნული პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ.

„მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, დემოკრატიულ ქვეყნებზე მაქვს საუბარი, სადაც 2016-ის, 2017-ის, 2018-ის, 2020 წლის, 2021 წლის, 2024 წლის, 2025 წლის, ამდენ საერთო საყოველთაო არჩევნებზე, მუნიციპალური იქნება თუ საპარლამენტო არჩევნები, ამდენჯერ სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილი არაკონსტიტუციური პარტიები ცდილობდნენ კონსტიტუციური მთავარი განაწესის, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ამ ყველაფრის უგულებელყოფას, მათ შორის ხალხის არჩევანთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებას და ამ გზით ისეთი მოცემულობის შექმნას, რომლითაც შემდეგ გაამართლებდნენ ძალადობრივი გზით სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმას, სტრატეგიული ობიექტების ბლოკირებას და ადმინისტრაციული შენობების დაკავებას. ამდენჯერ ასეთი რამ რომ მომხდარიყო, არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს. შესაბამისად, მათ შორის, ესეც არის ერთ-ერთი საფუძველი, რაც არის წარმოდგენილი ამ პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის თაობაზე“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Post navigation

Previous: ევა გოცირიძე ანა წითლიძეს: საგანგებოდ ყოველ საქმეზე იმ საკითხის კვლევა, აბა ამაზე „ნაციონალური მოძრაობის“ რომელი წევრია მსჯავრდებული, ეს არ არის რელევანტური
Next: თორნიკე ჭეიშვილი თენგო თევზაძეს: მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.