Skip to content
24/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ევა გოცირიძე ანა წითლიძეს: საგანგებოდ ყოველ საქმეზე იმ საკითხის კვლევა, აბა ამაზე „ნაციონალური მოძრაობის“ რომელი წევრია მსჯავრდებული, ეს არ არის რელევანტური

მარშალ პრესი 24/11/2026
eva gotsiridze

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

საგანგებოდ ყოველ საქმეზე იმ საკითხის კვლევა, აბა ამაზე „ნაციონალური მოძრაობის“ რომელი წევრია მსჯავრდებული, ეს არ არის რელევანტური, – ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძემ დღევანდელ სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, ანა წითლიძეს.

„ქალბატონო ანა, სარჩელის მიხედვით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა შეერაცხოს ადამიანის უფლებათა დარღვევები, ზოგადად, რაც ხდებოდა იმ პერიოდში იმის მიუხედავად, უშუალო დამნაშავე, ანუ ვინც დანაშაული თუ უფლების დარღვევა ჩაიდინა, არის თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. სარჩელის ლოგიკა იმას ეფუძნება, რომ რადგან მმართველი პარტია იყო, ის პასუხისმგებელია ამაზე, ვინაიდან სარჩელის მიხედვით არამარტო ნეგატიური ვალდებულების დარღვევა მოგეწერებათ, არამედ პოზიტიური ვალდებულებების დარღვევაც. მათ შორის, გამოუძიებლობა, პრევენციის განუხორციელებლობა და ა.შ. ასე რომ საგანგებოდ ყოველ საქმეზე იმ საკითხის კვლევა, აბა ამაზე „ნაციონალური მოძრაობის“ რომელი წევრია მსჯავრდებული, ეს არ არის რელევანტური“, – აღნიშნა ევა გოცირიძემ.

ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხზე მე-18 სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმით გრძელდება. სასამართლო პროცესზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კითხვებს მოსარჩელე მხარეს უსვამენ.

Post navigation

Previous: თორნიკე ჭეიშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე: მინდა პარალელი გავავლო როინ შავაძის საქმესთან – ხომ არ გეცნობათ ხელწერა, რომ გარდაცვლილი ადამიანის დატირების უფლებას არ აძლევდნენ ოჯახის წევრებს?
Next: არჩილ გორდულაძე: მსოფლიოში არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს შემთხვევა, როცა სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილი არაკონსტიტუციური პარტიები ამდენ არჩევნებზე ცდილობდნენ სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმას
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.