Skip to content
24/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი თენგო თევზაძეს: მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება

მარშალ პრესი 24/11/2026
tornike cheishvili

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

როდესაც ვსაუბრობთ დესტრუქციული მანდატის შესახებ და დესტრუქციულ უარზე მანდატთან დაკავშირებით, აქ არის პირველ ყოვლისა, შინაარსობრივი კომპონენტი მნიშვნელოვანი. აქ არის მნიშვნელოვანი, რა მიზნით ხდება და რა გარემოებით არის ნაკარნახები, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალები, გააჩნია, რა ვითარებაა, ორგანიზებულად და ერთობლივად მიმართავენ ამ ზომას, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა.

ჭეიშვილის თქმით, საუბარია არა იმაზე, პროცედურა იქნა დაცული თუ პირიქით, არამედ, თუ რა იყო ამ ინსტრუმენტის გამოყენების მიზანი, როდესაც საზოგადოებისგან მიღებული დემოკრატიული მანდატის ფონზე, ორგანიზებულად და ერთობლივად მოხდა, არა მხოლოდ შესაბამისი სიიდან პარლამენტში გასულების, არამედ მთელი სიების ჩახსნა.

„იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ პროცედურა იქნა დაცული თუ პირიქით, აქ იმაზეა ლაპარაკი, მიზანი რა იყო იმისა, რომ აღნიშნული ინსტრუმენტი იქნა გამოყენებული თქვენი მხრიდან. მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით. დემოკრატიული მანდატი, რომელიც თქვენ საზოგადოებისგან მიიღეთ, ფაქტობრივად, ასეთი ორგანიზებული ფორმით, ერთობლივად, არამარტო იმის, ვინც გასული იყო შესაბამისი სიიდან პარლამენტში, არამედ მთელი სიების ჩახსნა მოხდა. ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტის ლეგიტიმურობის არაღიარება, ზოგადად, კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება.“- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

Post navigation

Previous: არჩილ გორდულაძე: მსოფლიოში არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს შემთხვევა, როცა სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილი არაკონსტიტუციური პარტიები ამდენ არჩევნებზე ცდილობდნენ სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმას
Next: თორნიკე ჭეიშვილი: თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია გადააზღვევს შემთხვევებს, როდესაც ბოროტად შეიძლება იქნას გამოყენებული მოპოვებული დემოკრატიული მანდატი – სწორედ დემოკრატიის პრინციპთან და კონსტიტუციურ წყობილებასთან მოდის აშკარა კონფლიქტში ის განცხადებები, ქმედებები და რაც მთავარია, მიზნები, რაც დაფიქსირდა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.