Skip to content
24/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდნენ

marshal press 24/11/2026
tengiz sharmanashvili

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდნენ, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.

შარმანაშვილის თქმით, მთელმა ამ პროცესმა აჩვენა ერთადერთი რამ – ძირითადი საკითხები, რომელიც ადასტურებს ამ პარტიების არაკონსტიტუციურობას.

„ეს მათ არ აინტერესებთ, ვინაიდან იციან, რომ იმთავითვე წამგებიანი პოზიცია აქვთ. ამიტომ, მთელი მათი ტაქტიკაა სასამართლოს და საზოგადოების ყურადღება მეორეხარისხოვან საკითხებზე გადაიტანონ. რა თქმა უნდა, სასამართლოში პროფესიონალები არიან და მათ ამ ხრიკებს იმედია არ აჰყვებიან. არც ჩვენ მივცემთ საშუალებას, რომ რაღაც მეორეხარისხოვან საკითხებზე გადავატანინოთ ყურადღება. მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდნენ“, – აღნიშნა მან.

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის სხდომა 13:00 საათზე განახლდება.

Post navigation

Previous: ნათია თურნავა: SWIFT-თან თანამშრომლობის გაღრმავება საერთაშორისო ფინანსური კავშირებისა და ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების განვითარებას შეუწყობს ხელს
Next: შარმანაშვილი შეწყალებული პატიმრების მიმართ ოპოზიციის ბულინგზე: იმის მაგივრად, თვითონ შეუწყონ ხელი, რომ სახელმწიფო და ის ადამიანი, ვინც დააშავა, ერთმანეთის მიმართულებით ნაბიჯებს დგამდნენ, ყველანაირად ხელს უშლიან ნებისმიერი სახის ასეთ ურთიერთობას – ბულინგი მათი სტილია
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.