Skip to content
24/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ეკონომიკა

ნათია თურნავა: SWIFT-თან თანამშრომლობის გაღრმავება საერთაშორისო ფინანსური კავშირებისა და ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების განვითარებას შეუწყობს ხელს

24/11/2026
ნათია თურნავა: SWIFT-თან თანამშრომლობის გაღრმავება საერთაშორისო ფინანსური კავშირებისა და ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების განვითარებას შეუწყობს ხელს

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში SWIFT-ის გენერალურ დირექტორს, ხავიერ პერეს-ტასოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და რეგიონში ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„SWIFT-თან საკმაოდ კარგი თანამშრომლობა გვაქვს. ახლა კი შესაძლებლობა მოგვეცა, ორგანიზაციის უშუალო ხელმძღვანელთან განგვეხილა რეგიონული თანამშრომლობისა და ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების კიდევ უფრო განვითარების პერსპექტივები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი განმარტებით, ორგანიზაციასთან თანამშრომლობის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ფინანსური სისტემის საერთაშორისო ინტეგრაციისა და საგარეო ფინანსური კავშირების გაძლიერებისთვის.

მისივე განცხადებით, SWIFT-ის ინტერესს წარმოადგენს, საქართველოს მოსახლეობასა და ბიზნესს კიდევ უფრო ეფექტიანი მომსახურება შესთავაზოს. ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება ხელს შეუწყობს ქართული საბანკო სისტემის მომხმარებლებისთვის საერთაშორისო ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

„მათ აქვთ მზაობა, კიდევ უფრო უკეთ მოემსახურონ საქართველოს მოსახლეობასა და იმ კომპანიებს, რომლებიც ჩვენი საბანკო სისტემის მომხმარებლები არიან. სწორედ თანამშრომლობის ამ პერსპექტივებზე გვქონდა საუბარი“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

შეხვედრა სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, რომლის მასშტაბი და საერთაშორისო წარმომადგენლობა განსაკუთრებულ შესაძლებლობას ქმნის ფინანსური მარეგულირებლებისა და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარების, პროფესიული კავშირების გაღრმავებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განსახილველად.

Post navigation

Previous: ზვიად ცეცხლაძის მამა პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმარზე: ორი წელია ვუმტკიცებ საზოგადოებას, დავდივარ ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ და ვუხსნი მოსახლეობას, არანაირი ჯგუფი არ არსებულა მეთქი და ეს ბეჭედს ასვამს ბრალდებას. ახლა რა პირით მივიდე იგივე საზოგადოებასთან?
Next: თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდნენ
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.