Skip to content
24/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შარმანაშვილი შეწყალებული პატიმრების მიმართ ოპოზიციის ბულინგზე: იმის მაგივრად, თვითონ შეუწყონ ხელი, რომ სახელმწიფო და ის ადამიანი, ვინც დააშავა, ერთმანეთის მიმართულებით ნაბიჯებს დგამდნენ, ყველანაირად ხელს უშლიან ნებისმიერი სახის ასეთ ურთიერთობას – ბულინგი მათი სტილია

marshal press 24/11/2026
tengiz sharmanashvili

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

ბულინგი მათი სტილია. ბულინგს მარტო ჩვენს მიმართ კი არ აწარმოებენ – ოპონენტების მიმართ, რომლებიც მტრებად მიაჩნიათ – ერთმანეთის მიმართაც აწარმოებენ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა, ოპოზიციის ნაწილის მიერ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების შედეგად გათავისუფლებული პატიმრების მიმართ წარმოებულ ბულინგზე.

შარმანაშვილის თქმით, პატიმრები ოპოზიციისთვის საზარბაზნე ხორცს წარმოადგენენ და ვინც ამ სიტუაციიდან გამოსვლას და განსჯას გადაწყვეტს, მათთვის მტერი ხდება.

„მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ამ წლების განმავლობაში ხომ ვნახეთ ეს ოპოზიცია, გუშინდელი თანამებრძოლები, როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს, რა ლექსიკით ეპყრობიან და უპირისპირდებიან ერთმანეთს. აქაც, მათი ბედი კი არ აინტერესებთ, ესენი მათთვის ხომ საზარბაზნე ხორცია და ყველა ის ადამიანი, ვინც დააპირებს საზარბაზნე ხორცის სიტუაციიდან გამოსვლას და დაფიქრებას და ადამიანურად განსჯას იმისა, რა ხდება მის გარშემო, მტრად აცხადებენ და ამ პროცესთან გვაქვს საქმე. იმის მაგივრად, რომ თვითონ შეუწყონ ხელი, ვინაიდან თვითონ აცდუნეს და თვითონ დააშვებინეს ეს შეცდომები, თვითონ გაუშვეს ციხეში ფაქტობრივად ამ შეცდომების გამო, რომ გამოსწორდეს ეს სიტუაცია, დაიწყოს რაღაც ისეთი შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა, სახელმწიფო და ის ადამიანი, ვინც დააშავა, ერთმანეთის მიმართულებით ნაბიჯებს გადადგამენ, შუაში დგანან და ყველანაირად ხელს უშლიან ნებისმიერი სახის ასეთ ურთიერთობას. ისინი ვერ იტანენ საერთოდ ადამიანებს შორის ნორმალურ ურთიერთობებს,” – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

Post navigation

Previous: თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდნენ
Next: არჩილ გორდულაძე: არაკონსტიტუციური პარტიების ზოგიერთი წარმომადგენელი იმასაც ამბობს, რომ თითქოს სამართლებრივი სახელმწიფო საერთოდ არ არის კონსტიტუციური წყობილების ნაწილიო
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.