Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: ოპოზიციურმა ლიდერებმა ძალიან კარგად იციან, რომ კანდიდატის სტატუსს ფინანსური, მატერიალური თვალსაზრისით არანაირი სარგებელი არ აქვს, თუმცა, ცდილობდნენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ

მარშალ პრესი 14/07/2022

ოპოზიციურმა ლიდერებმა ძალიან კარგად იციან, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არანაირად არ ზრდის ევროკავშირისგან დახმარებებს და ფინანსური, მატერიალური თვალსაზრისით არანაირი სარგებელი კანდიდატის სტატუსს არ აქვს, – ამის შესახებ ეკონომისტმა ანდრია გვიდიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა. მისი თქმით, ამის მიუხედავად, ისინი ცდილობდნენ, რომ საპროტესტო მუხტის გაზრდის მიზნით საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს მათ კარგად იციან, ისინი მაინც საზოგადოების შეცდომის მიზნით ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, საზოგადოებაში გარკვეულწილად დაძაბულობის და საპროტესტო მუხტის გაზრდის მიზნით ცდილობდნენ რომ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მყისიერად გააკეთა განმარტებები ირაკლი კობახიძემ, სადაც დეტალურად ახსნა, ყველა ის ბენეფიტი რაც ასოცირებულ წევრს აქვს, ანუ საქართველოს და რაც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს აქვთ. მათ შორის მოყვანილი იყო შესაბამისი რიცხვები. მაგალითად თურქეთი, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა იღებს დაახლოებით 8 ევროს ერთ სულ მოსახლეზე, მაშინ როცა საქართველო იღებს 39 ევროს ერთ სულ მოსახლეზე იმ მოცემულობით, რომ ჩვენ ასოცირებული წევრები ვართ. ირაკლი კობახიძის განმარტების მიუხედავად, მაინც გაგრძელდა სპეკულაციები ოპოზიციონერების მხრიდან, რაც ისახავდა მიზნად დეზინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის გაზრდას. ხაზგასმით მინდა ვთქვა, დღეს ევროკავშირის ელჩმაც დაადასტურა, ერთი ერთი ის, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ მაინცდამაინც ველოდებით ვინმე უცხოელი პოლიტიკოსის განცხადებას, რომ რაღაცები დავიჯეროთ“, – განაცხადა გვიდიანმა.

Continue Reading

Previous: გია ცაგარეიშვილი: როდესაც დახმარების მისაღებად უამრავი ადამიანი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბიძინა ივანიშვილის კარზე იდგა, მაშინ არ იყო ოლიგარქი?!
Next: გიორგი გაბუნია: სად დაინახეს ამ ჩანაწერში თუნდაც იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ თურმე ვახდენთ მოვლენების ფაბრიკაციას და ვგეგმავთ ჩვენ მიერვე გამოგონილი ამბების გაშუქებას?

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025