Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: სად დაინახეს ამ ჩანაწერში თუნდაც იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ თურმე ვახდენთ მოვლენების ფაბრიკაციას და ვგეგმავთ ჩვენ მიერვე გამოგონილი ამბების გაშუქებას?

მარშალ პრესი 14/07/2022
გაბუნია

სად დაინახეს ამ ჩანაწერში თუნდაც იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ თურმე ვახდენთ მოვლენების ფაბრიკაციას და ვგეგმავთ ჩვენ მიერვე გამოგონილი ამბების გაშუქებას, – ამის შესახებ „მთავარის“ ჟურნალისტმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

„წერილობით მესიჯებს რომ თან აჩვენებ ეკრანზე და თან ახმოვანებ, ეს მაგალითად გაყალბება ჰგონიათ? გაგების პრობლემასთანაც გვაქვს საქმე და პლუს ამას, შეგნებულებად იტყუებიან“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ გადაიცა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვით, სავარაუდოდ „მთავარი არხის“ გადაცემა post-Factum-ის წამყვანი გიორგი გაბუნია და ამავე გადაცემის თანამშრომლები განიხილავდნენ სოსო გოგაშვილის მიერ, მათთვის მიწოდებულ მასალას, სათაურით – „საიდუმლო ფაილები პირდაპირ სუს-ის კომპიუტერებიდან“ – პირობითი მსჯავრდებულების გრძელი სია, რომლებსაც „ქართული ოცნება“ სასჯელისგან ათავისუფლებს და შემდეგ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. ჩანაწერის თანახმად, სავარაუდოდ გიორგი გაბუნიამ გაიხსენა სოსო გოგაშვილთან შეხვედრა და ამ უკანასკნელის მიერ გიორგი თარგამაძისა და ნოდარ მელაძისთვის გადაცემული მასალები.

Post navigation

Previous: ანდრია გვიდიანი: ოპოზიციურმა ლიდერებმა ძალიან კარგად იციან, რომ კანდიდატის სტატუსს ფინანსური, მატერიალური თვალსაზრისით არანაირი სარგებელი არ აქვს, თუმცა, ცდილობდნენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ
Next: მარიო დრაგი იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.