როცა ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში პოლიციას, პროკურატურას, საჯარო მოხელეებს ხელფას უხდიდა, ეკლესია-მონასტრებს, სკოლებს, ბაგა-ბაღებს აშენებდა, მონასტრებსა თუ ტაძრებს არემონტებდა, მაშინ ოლიგარქი არ იყო და ახლაა ოლიგარქი?! როდესაც დახმარების მისაღებად უამრავი ადამიანი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბიძინა ივანიშვილის კარზე იდგა, მაშინ არ იყო ოლიგარქი?! არ იყო ხომ ოლიგარქი? ახლა გახდა?!, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას დეოლიგარქიზაციის თემაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ პარლამენტი მიიღებს ისეთ კანონს, რომელიც უკრაინაში არსებული კანონმდებლობის ანალოგი იქნება, სადაც არცერთი ოლიგარქის სახელი და გვარი მოხსენიებული არ არის.
„პიროვნებებზე მორგებული კანონების შექმნის მავნე პრაქტიკა ამ მოწვევის პარლამენტში წარსულს ჩაბარდა. კანონები პიროვნებებს არ ერგება და ადამიანებზე არ იწერება. ეს არ არის აზიაცკი, რომელიც ფეხზე შეგიძლია ამოიცვა და არც ჩოხა-ახალუხია, რომელიც შეგიძლია მხარზე გადაიკიდო. ეს ასე არ არის. კანონები არის უზოგადესი ქცევის წესები, რომელიც ადამიანებზე, დროსა და სივრცეში ვრცელდება. გამორიცხულია იქ ჩავწეროთ ბიძინა ივანიშვილისა თუ სხვა გვარის შვილს შეეხება რომელიმე კანონი ან კანონის დებულება. ჩვენ, დიახაც, ვფიქრობთ ამ კანონმდებლობაზე მუშაობას. ამის პრაქტიკა ჩვენ არ გვქონია. ვფიქრობდით, ეს არ იქნებოდა ასე მოწოდებული ჩვენი მოწინააღმდეგეებისა და ოპონენტების მიერ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. თუმცა, რადგანაც არს ამ ფორმით. საკმაოდ ბრუტალური, უხეში, ვულგარული ფორმით მოწოდებული, ჩვენ ამას სამართლებრივი, კანონისმიერი გადაწყვეტილებებით ვუპასუხებთ. ჩვენ ვართ პარლამენტარები და ჩვენ არ ვართ დიდ გზაზე დამდგარი ავაზაკები, როგორიც იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები თავის დროზე.
ჩვენ მივიღებთ კანონს, რომელიც ფაქტობრივად, ერთი ერთში მიესადაგება უკრაინაში მიღებულ კანონმდებლობას, სადაც არცერთი ოლიგარქის სახელი და გვარი არ წერია. ოლიგარქებით იყო სავსე მთელი უკრაინა. ამდენად, ჩვენ მივიღეთ კანონს და კანონის ნორმები მიუდგება ყველას, ვინც საქართველოში ოლიგარქიული საქმიანობითაა დაკავებული და არამც და არამც არ არის ბიძინა ივანიშვილი. გაანებონ თავი ამ ადამიანის დემონიზაციას! საკმარისია! 10 წელი ებრძვიან ამ ადამიანს. როცა ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში პოლიციას, პროკურატურას, საჯარო მოხელეებს ხელფას უხდიდა, ეკლესია-მონასტრებს, სკოლებს, ბაგა-ბაღებს აშენებდა, მონასტრებსა თუ ტაძრებს არემონტებდა, მაშინ ოლიგარქი არ იყო და ახლაა ოლიგარქი?! როდესაც დახმარების მისაღებად უამრავი ადამიანი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბიძინა ივანიშვილის კარზე იდგა, მაშინ არ იყო ოლიგარქი?! არ იყო ხომ ოლიგარქი? ახლა გახდა?!“ – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მიუღებლობა აქვთ განსხვავებული აზრის და ვერაფერს დავარქმევ გარდა იმისა, რომ არის...