Skip to content
09/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

Bloomberg: ევროკავშირი ზოგიერთი რუსი ფიზიკური პირისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს მას შემდეგ, რაც ევროკავშირის იურისტებმა დაადგინეს, რომ აღნიშნული პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საფუძველი შესაძლოა სუსტი იყო

მარშალ პრესი 14/07/2022
ევროკავშირი

ევროკავშირი ზოგიერთი რუსი ფიზიკური პირისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს მას შემდეგ, რაც ევროკავშირის იურისტებმა დაადგინეს, რომ აღნიშნული პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საფუძველი შესაძლოა სუსტი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სააგენტო Bloomberg-ი იუწყება, ევროკავშირის სასანქციო სიაში მოხვედრილმა დაახლოებით 30-მა პირმა სასამართლოს მიმართა და სასანქციო სიიდან ამნოღება მოითხოვა.

წყაროების ინფორმაციით, ევროპული საბჭოს იურიდიულმა სამსახურმა ევროკავშირის ელჩებს აცნობა, რომ ზოგიერთი მოთხოვნა გამართლებული იყო, რადგან სანქცირებული პირების მიერ მოწოდებული ინფორმაცია აჩვენებდა, რომ სანქციების საფუძველში არსებული მტკიცებულებები სუსტი, მოძველებული ან არასწორი იყო.

სააგენტო Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურის სპიკერმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, მიმდინარე დისკუსიების კონფიდენციალური ხასიათის მოტივით.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან ევროკავშირმა სანქციები ასობით ადამიანს დაუწესა, მათ შორის ათობით ბიზნესმენს, პოლიტიკოსს და სამხედრო ჩინოსანს.

Continue Reading

Previous: „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით კომპანია „უოთერ ლენდმა“ საწარმო გახსნა, რომელშიც 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული
Next: გია ცაგარეიშვილი: როდესაც დახმარების მისაღებად უამრავი ადამიანი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბიძინა ივანიშვილის კარზე იდგა, მაშინ არ იყო ოლიგარქი?!

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025