Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბიზნესი
  • ბოლო სიახლე

„აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით კომპანია „უოთერ ლენდმა“ საწარმო გახსნა, რომელშიც 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული

მარშალ პრესი 14/07/2022
აწარმოე საქართველოში

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, მცხეთა-მთიანეთის მხარეში ნატახტარში კომპანია „უოთერ ლენდის“ კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა.

საწარმო მტკნარ და მინერალურ წყლებს, ასევე ლიმონათს აწარმოებს. ახალი საწარმოს მშენებლობაში კომპანიამ 3 მლნ აშშ დოლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელა. ამ ეტაპზე წარმოებული პროდუქციის 80 პროცენტზე მეტი ექსპორტზე გადის 10-ზე მეტ ქვეყანაში. საწარმოში 100 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის უმრავლესობა ადგილობრივი.

საწარმო დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძე, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობისა და ბიზნესის წარმომადგენლები.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძის თქმით, „უოთერ ლენდმა“ სააგენტოს პროგრამების ფარგლებში სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამით ისარგებლა და კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა.

„უოთერ ლენდის“ წარმატებული საქმიანობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სააგენტოს პროგრამების ეფექტურობას. საწარმოს თითქმის მთელი პროდუქცია ექსპორტზე გადის სხვადასხვა ქვეყანაში და მოხარულები ვართ, ამაში „აწარმო საქართველოში“ წვლილიც არის“, – აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით მცხეთა-მთიანეთის მხარეში სულ დაფინანსებულია 610 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 322 მილიონ ლარს აღემატება, დასაქმებულთა რაოდენობა კი 3,673-ია.

Post navigation

Previous: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის „საინფორმაციო ტექნოლოგიები ინდუსტრიის განვითარებისთვის“ ფარგლებში სტუდენტური ბიზნეს პროექტების გამოფენა გაიმართა
Next: Bloomberg: ევროკავშირი ზოგიერთი რუსი ფიზიკური პირისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს მას შემდეგ, რაც ევროკავშირის იურისტებმა დაადგინეს, რომ აღნიშნული პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საფუძველი შესაძლოა სუსტი იყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.