Skip to content
19/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: მეხუთე და მეთერთმეტე პუნქტებს რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ იყენებდა ყოველთვის

მარშალ პრესი 19/11/2026
tengiz sharmanashvili

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა, ევროსაბჭოს მიერ 2008 წლის 2 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაში არსებულ მე-5 და მე-11 პუნქტებზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა რეპლიკებს უპასუხა და აღნიშნა, რომ იმის თქმა, თითქოს ხსენებულ პუნქტებში არსებულ ჩანაწერებს უარყოფითი შედეგები ქვეყნისთვსი არ მოუტანია, არასწორია.

შარმანაშვილის შეფასებით, ამ ჩანაწერებზე დათანხმებით, მაშინდელმა ხელისუფლებამ უზარმაზარი რისკის წინაშე დააყენა ქართული სახელმწიფო და ის, რომ ქართული მხარის, იურისტების დიდი ძალისხმევის შედეგად საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებში აღნიშნული პუნქტები არ არისახა, არაფრით ამართლებს “ნაცმოძრაობის” ქმედებას და რეზოლუციის მხარდაჭრას.

“ახლაც ითქვა, გუშინაც გაიჟღერა ამ საკითხმა, რომ ნუ ვისაუბრებთ ამ თემაზე, [ევროსაბჭოს რეზოლუციის] მეხუთე და მეთერთმეტე პუნქტებზე, ვინაიდან ამას უარყოფითი შედეგი ხომ არ მოუტანია საბოლოო ჯამშიო. რა ძალისხმევა დაჯდა ამ სასამართლოებში, რომ მეხუთე და მეთერთმეტე პუნქტების გაბათილება მომხდარიყო ისეთი ფორმით, რომ ის არ ასახულიყო ამ სასამართლოების გადაწყვეტილებებში, ეს საყოველთაოდ ცნობილია და ამაზე ბევრს გამოუთქვამს აზრი. ასე რომ, როგორ არ მოიტანა – რუსეთმა ეს ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენა და ჩვენ წინააღმდეგ იყენებდა ყოველთვის. და ის, რომ ჩვენი იურისტები, საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლები მაგრად დაუდგნენ ამ საქმეს, საკმაოდ სერიოზული ომი გადაიტანეს რუსულ მხარესთან, რომ ეს არ აღმოჩენილიყო სასამართლოს გადაწყვეტილებებში, არაფრით ამართლებს იმას, რაც მათ გააკეთეს და რასაც მათ მხარი დაუჭირეს ამ რეზოლუციაში. ასე რომ, ასე ნუ იტყვიან სასახად, რომ ხომ არაფერი მომხდარაო. როგორ არ მომხდარა, დიდი რისკი იყო, უზარმაზარი რისკის წინაშე დააყენეს საქართველოს სახელმწიფო და ის, რომ ჩვენებმა ივაჟკაცეს და ის, რომ ჩვენებმა ყველაფერი გააკეთეს ამის ნიველირებისათვის, არაფერ შუაში არ არიან ამ საქმესთან მოპასუხის წარმომადგენლები. ამიტომ ამაზე ყურადღების მიქცევა მინდოდა,” – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

Post navigation

Previous: არჩილ გორდულაძე: შსს-ს, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ერთობლივად რომ არ ემუშავათ, უმთავრესი მტკიცებულება-ისკანდერის ნაწილები, წარდგენილი არ იქნებოდა. შესაბამისად, არსებობდა რისკი, რომ საქართველო სტრასბურგის სასამართლოში დამარცხებულიყო
Next: არჩილ გორდულაძე: დიახ, ზურაბ აბაშიძემ მიაწოდა საგამოძიებო კომისიას ინფორმაცია, მათ შორის ის, რომ თუ ქალბატონ ანა წითლიძეს არ ახსოვს, არ უნახავს, რა სჭირდა, როგორ გამოიყვანეს, ადამიანი ძლივს გადარჩა, რომ დალეწეს პირდაპირი მნიშვნელობით, სახის ძვლები რომ დაულეწეს – ამაზე საგამოძიებო კომისიას აბაშიძემ ნამდვილად მიაწოდა ინფორმაცია
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.