Skip to content
19/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: შსს-ს, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ერთობლივად რომ არ ემუშავათ, უმთავრესი მტკიცებულება-ისკანდერის ნაწილები, წარდგენილი არ იქნებოდა. შესაბამისად, არსებობდა რისკი, რომ საქართველო სტრასბურგის სასამართლოში დამარცხებულიყო

მარშალ პრესი 19/11/2026
archil gorduladze9

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაზა ბიბილაშვილის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა, მიიჩნევს თუ არა მოსარჩელე მხარე, რომ 1633 რეზოლუციისთვის მხარის დაჭერა იყო შეცდომა ან სახელმწიფო ინტერესების ღალატი.

გორდულაძე აღნიშნავს, ის რომ რუსეთი ოკუპანტია, სამართლებრივად დადასტურებულია არა 1633 რეზოლუციით, არამედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. მისივე თქმით, რომ არა სახელმწიფო უწყებების ეფექტური მუშაობა წარდგენილი არ იქნებოდა მთავარი მტკიცებულება და არსებობდა რისკი, რომ საქართველო სტრასბურგის სასამართლოში დამარცხებულიყო.

ის, რომ რუსეთი ოკუპანტია ეს სამართლებრივად დადასტურებულია არა 1633 რეზოლუციით, არამედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. იმ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადაც რუსეთის ფედერაცია 1633 რეზოლუციას საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებად იყენებდა და კონკრეტულად მიუთითებდა მე-5, მე-6 პუნქტებთან დაკავშირებით. ამ იმ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელი სასამართლოსიც, შს სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ერთობლივად რომ არ ემუშავათ ის უმთავრესი მტკიცებულება, რომელსაც ჰქვია ისკანდერის ნაწილები, ანუ, რუსეთის მხრიდან კასეტური ბომბის სროლის დამადასტურებელი მთავარი მტკიცებულება, რომელიც საქართველოში არ იყო, იყო უცხოეთში ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე, არ იყო წარდგენილი. შესაბამისად, ეს უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება წარდგენილი არ იქნებოდა.

არსებობდა უდიდესი რისკი იმისა, რომ საქართველო დამარცხებულიყო სტრასბურგის სასამართლოში. ზაზა ბიბილაშვილი საუბრობდა, რომ თურმე 1633 რეზოლუციით ფაქტები არის დადგენილი. ის ფაქტები, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს გარანტირებული, ის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია საერთაშორისოდ, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტიდან და მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა გაეროს წევრი. შესაბამისად, არათუ 57, არამედ გაეროს ყველა წევრი, რამდენიმეს გარდა, რომელზედაც ვმუშაობთ, არაღიარების პოლიტიკიდან გამომდინარე ერთ-ერთან დაკავშირებით უკვე მიღებული არის გადაწყვეტილება, ისევ და ისევ ჩვენი ხელისუფლების ჩართულობით, რომ მან ცნოს და ცნო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, აღიარებული და დამტკიცებულია. ეს 1633 რეზოლუციის დამსახურება კი არაა, არამედ იმის, რომ საქართველო არის ერთიანი, სუვერენული სახელმწიფო“,- განაცხადა გორდულაძემ.

Post navigation

Previous: თორნიკე ჭეიშვილი: ე.წ. კასრების საქმე განსაკუთრებით მძიმე ფაბულის შემცველი საქმეა და წესით, შესაბამისი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმე, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს
Next: თენგიზ შარმანაშვილი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: მეხუთე და მეთერთმეტე პუნქტებს რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ იყენებდა ყოველთვის
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.