Skip to content
19/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: დიახ, ზურაბ აბაშიძემ მიაწოდა საგამოძიებო კომისიას ინფორმაცია, მათ შორის ის, რომ თუ ქალბატონ ანა წითლიძეს არ ახსოვს, არ უნახავს, რა სჭირდა, როგორ გამოიყვანეს, ადამიანი ძლივს გადარჩა, რომ დალეწეს პირდაპირი მნიშვნელობით, სახის ძვლები რომ დაულეწეს – ამაზე საგამოძიებო კომისიას აბაშიძემ ნამდვილად მიაწოდა ინფორმაცია

მარშალ პრესი 19/11/2026
archil gorduladze1

ნამდვილად ვადასტურებ, ჩვენი გუნდის წევრია, ჩვენი მეგობარი არის ზურაბ აბაშიძე. ზურაბ აბაშიძემ რა ჩვენება მისცა საგამოძიებო კომისიას – როგორ დალეწეს პირდაპირი მნიშვნელობით, ძვლები როგორ დაულეწეს, სახის ძვლები რომ დაულეწეს, არცერთი კბილი რომ არ ჰქონდა. ზურაბ აბაშიძეზეა ლაპარაკი, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადებულ პირებთან დაკავშირებით ანა წითლიძის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ასევე დაინტერესდა, “რით არის ეს დადგენილი”.

გორდულაძის განცხადებით, თუ წითლიძეს არ ახსოვს, რა მოხდა 2009 წლის 15 ივნისს თბილისის პოლიციის სამმართველოსთან, არსებობს ამის ამსახველი კადრები.

„თუ მსხვერპლი არის სუბიექტური და სუბიექტურად მიაწოდა საგამოძიებო კომისიას ზურაბ აბაშიძემ თავის თავზე, თავის მსხვერპლობაზე ინფორმაცია – არ ვიცი, აქ არც სამართალთან, არც პოლიტიკასთან, არაფერთან საერთოდ, საერთოდ შემხებლობა, კავშირიც კი არა აქვს. დიახ, ზურაბ აბაშიძემ მიაწოდა საგამოძიებო კომისიას ინფორმაცია, მათ შორის ის, რომ თუ ქალბატონ ანას არ ახსოვს, არ უნახავს, არქივებს მიმართოს, რა სჭირდა ზურა აბაშიძეს, როგორ გამოიყვანეს, ადამიანი ძლივს გადარჩა, რომ დალეწეს პირდაპირი მნიშვნელობით, სახის ძვლები რომ დაულეწეს და კბილები რომ დაულეწეს, ამაზე საგამოძიებო კომისიას ნამდვილად მიაწოდა ინფორმაცია. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ თვლის, რომ იგი სუბიექტური იყო, თავის თავზე განცდილ უმძიმეს დანაშაულებზე რომ საუბრობდა, არ ვიცი – ჩავთვალოთ რომ კი, მსხვერპლი სუბიექტურია,” – განაცხადა გორდულაძემ.

Post navigation

Previous: თენგიზ შარმანაშვილი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: მეხუთე და მეთერთმეტე პუნქტებს რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ იყენებდა ყოველთვის
Next: გიორგი კახიანი – საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვისას, ოპოზიციის წევრები უსაგნო და უშინაარსო კითხვებს სვამენ
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.