Skip to content
19/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: ე.წ. კასრების საქმე განსაკუთრებით მძიმე ფაბულის შემცველი საქმეა და წესით, შესაბამისი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმე, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს

მარშალ პრესი 19/11/2026
tornike cheishvili

ე.წ. კასრების საქმე განსაკუთრებით მძიმე ფაბულის შემცველი საქმეა და როგორც შევთანხმდით, აქ არ ვახდენ ამ ყველაფრის დემონსტრირებას, თუმცა, წესით, შესაბამისი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმე, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „კასრების საქმეზე“ დამნაშავედ ცნეს 11 პირი. როგორც ჭეიშვილმა განაცხადა, მიაკვლიეს ასეულობით დისკს, რომლებზეც იყო სხვადასხვა სახის ფარული ჩანაწერები, მათ შორის, ინტიმური ურთიერთობები, პოლიტიკურ პირთა აუდიოჩანაწერები და ა.შ.
„ხსენებულ ჩანაწერებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც „კასრების საქმითაა“ ცნობილი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დამნაშავედ იქნა ცნობილი 11 პირი, მათ შორის:

მეგის ქარდავა — შსს-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. დამნაშავედ იქნა ცნობილი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, წამებასა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაში.

კოხტა კოდუა — იმავე სამმართველოს თანამშრომელი. დამნაშავედ იქნა ცნობილი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, წამებასა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაში.
დავით ჩაგინავა — შსს-ის მაშინდელი თანამშრომელი, იმავე დანაშაულებზე და სხვა პირები.

აქ ერთი უნდა აღინიშნოს: როდესაც მიაკვლიეს ამ კასრებს, საუბარი იყო 401 „CD” და „DVD“ დისკზე. მათ შორის, 31 დისკზე აღმოჩენილი იყო სხვადასხვა პირთა ინტიმური ურთიერთობები, 35 დისკზე – სხვადასხვა ტელეფონის ნომრების დეტალური ამონაწერები, 55 დისკზე – სხვადასხვა პირთა, მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობის პირთა ფარული აუდიოჩანაწერები და ა.შ.“ – განაცხადა ჭეიშვილმა.

Post navigation

Previous: არჩილ გორდულაძე: რაც ნიკა გვარამიამ იკადრა, ეს არის მათი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ
Next: არჩილ გორდულაძე: შსს-ს, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ერთობლივად რომ არ ემუშავათ, უმთავრესი მტკიცებულება-ისკანდერის ნაწილები, წარდგენილი არ იქნებოდა. შესაბამისად, არსებობდა რისკი, რომ საქართველო სტრასბურგის სასამართლოში დამარცხებულიყო
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.