Skip to content
19/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი ტრამპს და სი ძინპინს: ჩვენს სამ ქვეყანას აერთიანებს არა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულების სტატუსი, არამედ მთავარია საერთო პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის საქმეში

მარშალ პრესი 19/11/2026
trampi da putini trump-putin

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს, ჩინეთსა და აშშ-ს აერთიანებს არა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულების სტატუსი, არამედ მთავარია საერთო პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის საქმეში.

აღნიშნული განცხადება პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინპინთან და აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან სამმხრივი შეხვედრის დროს გააკეთა.

„ჩვენს სამ ქვეყანას აერთიანებს არა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულების სტატუსი, არამედ მთავარია საერთო პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის საქმეში. ჩვენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნის სათავეებთან ვიდექით, ამიტომ მხრებზე გვაწევს საერთაშორისო სამართლის სისტემის შენარჩუნებისა და განმტკიცების ამოცანა, რომელიც შეიქმნა ამ უნივერსალური ორგანიზაციის ფორმირებისას, გაეროს წესდებისა და მასში ასახული პრინციპების ჩათვლით“, – თქვა პუტინმა.

როგორც კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რუსეთს, ჩინეთსა და აშშ-ს ბევრი საერთო ინტერესი აქვთ, რეგიონალური კონფლიქტების დარეგულირების ნაწილში, განსაკუთრებით კი, რა თქმა უნდა, უკრაინაში კონფლიქტის ჩათვლით.

როგორც პუტინმა აღნიშნა, სამ ქვეყანას საერთო გამოწვევებიც აქვს, საერთაშორისო ტერორიზმისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ჩათვლით.

„დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთს, ჩინეთს და აშშ-ს, ჩვენს ხალხებს შეუძლიათ შეიტანონ განსაკუთრებული წვლილი მსოფლიოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში, თუ ითანამშრომლებენ კონსტრუქციულად, პარტნიორულად, ურთიერთპატივისცემის, თანასწორობის და ინტერესთა ბალანსის დაცვით“, – თქვა მან.

Post navigation

Previous: სულხან თამაზაშვილი: ფონიჭალაში აფეთქების ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, სამაშველო სამუშაოები აქტიურად გრძელდება
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.