Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არა, მაინც რას გვიშვება ეს ბიძინა?! –  შუალედურმა არჩევნებმა გამოააშკარავა, რომ „ოცნებას“ ორჯერ მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ვიდრე – „ნაციონალურ მოძრაობას“ – ნანა კაკაბაძე

მარშალ პრესი 03/04/2022
ნანა კაკაბაძე

„ბათუმში წაგებულმა არჩევნებმა „ნაცები“ დაადუმა! ელექტრონული წესით ჩატარებულმა შუალედურმა არჩევნებმა გამოააშკარავა, რომ „ოცნებას“ ორჯერ მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ვიდრე – „ნაციონალურ მოძრაობას“, – წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

როგორც ის აღნიშნავს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერც ჩვეული რიტორიკა გამოიყენა კარუსელებისა და გაყალბების თაობაზე და ვერც გასაჩივრება შეძლეს რომელიმე უბანზე.

„ბათუმში წაგებულმა არჩევნებმა „ნაცები“ დაადუმა! გუშინ, 2 აპრილს, ბათუმში ელექტრონული წესით ჩატარებულმა შუალედურმა არჩევნებმა გამოააშკარავა, რომ „ოცნებას“ ორჯერ მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ვიდრე – „ნაციონალურ მოძრაობას“. „ნაცებმა“ ვერც ჩვეული რიტორიკა გამოიყენეს კარუსელებისა და გაყალბების თაობაზე და ვერც გასაჩივრება შეძლეს ვერც ერთ უბანზე. მათ დუმილის უფლება გამოიყენეს. არა, მაინც რას გვიშვება ეს ბიძინა?!“, – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ბათუმშიც და რუსთავშიც, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

ბათუმში კენჭისყრა საპილოტე რეჟიმში, ვერიფიკაციისა და ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გაიმართა.

Post navigation

Previous: კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თოჯინური თეატრების სფეროში რეფორმა დაიწყო
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში მშრალი ხილის საწარმო „კერკი“ დაათვალიერა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.