Skip to content
23/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში მშრალი ხილის საწარმო „კერკი“ დაათვალიერა

მარშალ პრესი 03/04/2022
პრემიერი ქედაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში მშრალი ხილის საწარმო „კერკი“ დაათვალიერა. მთავრობის მეთაური საწარმოს მფლობელებს და დასაქმებულებს გაესაუბრა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის საწარმოების არსებობა მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების, ასევე ადგილზე წარმოების განვითარების თვალსაზრისით.
„კერკი“ ხუთი სახის პროდუქციას – ჩირს, ტყლაპს, ჩურჩხელას, ცუკატს და თხილეულს აწარმოებს. საწარმო 2021 წელს ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამების, სოფლის განვითარების სააგენტოს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აგროსერვის ცენტრის,ასევე ევროკავშირის, USAID-ის და „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით.
საწარმოს ინვესტიციის სრული მოცულობა 750 000 აშშ დოლარია, დასაქმებულია 30-ზე მეტი ადგილობრივი.
საწარმოში პრემიერ-მინისტრთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი იმყოფებოდნენ.

Continue Reading

Previous: არა, მაინც რას გვიშვება ეს ბიძინა?! –  შუალედურმა არჩევნებმა გამოააშკარავა, რომ „ოცნებას“ ორჯერ მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ვიდრე – „ნაციონალურ მოძრაობას“ – ნანა კაკაბაძე
Next: შარლ მიშელი: ევროკავშირი უკრაინასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხმარება აუცილებელი მტკიცებულებების შეგროვებაში – შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025