Skip to content
19/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ეკონომიკა

დავით სონღულაშვილმა უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა გამართა

მარშალ პრესი 19/11/2026
დავით სონღულაშვილმა უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა გამართა

უზბეკეთში ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს იბროჰიმ აბდურახმონოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო – ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.

დავით სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა მიმდინარე წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობის საკითხს.

„მოხარული ვარ, რომ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ჩვენი საერთო ინტერესია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება და ერთობლივი პროექტების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ფერმერებს შორის თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ქართული ღვინის, ალკოჰოლური სასმელების, მინერალური წყლებისა და სხვა აგროსასურსათო პროდუქციის უზბეკეთში ექსპორტის გაზრდის კარგი პოტენციალი არსებობს.

დავით სონღულაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა სანიტარიული და ფიტოსანიტარიული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობასაც.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა 2027 წლის სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის ერთობლივი სამეცნიერო პროექტების დაგეგმვასა და სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვას ითვალისწინებს.

მინისტრის განცხადებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მინისტრის მოადგილეების დონეზე შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, აქტიურად გააგრძელებს მუშაობას სპეციალისტებსა და ბიზნესს შორის კავშირების გაძლიერების და ლაბორატორიებს შორის თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით კოტარია, ასევე, უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახრამონ იულდაშევი, ტაშკენტის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ნარზულო ობლომურადოვი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: ლაშა დარსალიამ სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 34-ე კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვაში მიიღო მონაწილეობა
Next: POLITICO: ევროკომისიაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა – ჰაკერებმა შესაძლოა თანამშრომლების პერსონალურ მონაცემებზე წვდომა მოიპოვეს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.