Skip to content
19/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • პოლიტიკა

ლაშა დარსალიამ სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 34-ე კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვაში მიიღო მონაწილეობა

მარშალ პრესი 19/11/2026
ლაშა დარსალიამ სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 34-ე კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვაში მიიღო მონაწილეობა

სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 34-ე კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა გაიმართა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. კონსოლიდირებული ანგარიში ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ წარადგინა.

დოკუმენტი ასახავს 2026 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში განვითარებულ მოვლენებს. მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და მინისტრთა კომიტეტს, კონსოლიდირებული ანგარიშის მიღებისთვის და ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების ევროპის საბჭოს დღის წესრიგში აქტიურად შენარჩუნების აუცილებლობას.

ვიზიტის ფარგლებში, ლაშა დარსალია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსესაც შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.

Post navigation

Previous: თორნიკე ჭეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი გაგრძელდება ჩვენი – მოსარჩელე მხარის კითხვებზე პასუხით. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ისევე, როგორც გუშინ, ამ შემთხვევაშიც მოპასუხე ვერც ერთ კონკრეტულ არგუმენტირებულ პოზიციას და პასუხს ვერ წარმოადგენს შესაბამის ძალიან მწვავე კითხვებზე
Next: დავით სონღულაშვილმა უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა გამართა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.