Skip to content
17/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეკა სეფაშვილი: ქალთა უფლებების დაცვა სახელმწიფო პრიორიტეტია და ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზოგადოების გაძლიერებისთვის, ასევე სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის განმტკიცებისთვის.

მარშალ პრესი 17/11/2026
912121246_2055976798447006_7115813665581440334_n

„ქალთა უფლებების დაცვა არ არის მხოლოდ ქალების საკითხი – ეს ეხება მთელ საზოგადოებას, ზოგადად ქვეყნის განვითარებასა და მის სოციალურ პოლიტიკას“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, უწყებათაშორისი კომისია მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის კოორდინირებულ განხორციელებას უწყობს ხელს.

„უნდა აღინიშნოს, რომ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქალთა უფლებების დაცვის პოლიტიკის შემუშავება მრავალწახნაგოვანი და მრავალასპექტიანი საკითხია. რა თქმა უნდა, ამ საკითხში უწყებების კოორდინაციასა და ურთიერთშეთანხმებულ მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობს პარლამენტი, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე კომისიისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სახით.

მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული მექანიზმები, რომლებიც პრაქტიკაში უნდა განხორციელდეს, ხშირ შემთხვევაში შეიძლება აწყდებოდეს იმ საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას, რომელთა გადაწყვეტაშიც პარლამენტის როლი წამყვანია. სწორედ ასეთი ერთობლივი განხილვები საშუალებას იძლევა, რომ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ქალთა უფლებების დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში თანაბარზომიერად და შესაბამისად იყოს გათვალისწინებული ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საჭიროა სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანად აღსრულებისთვის.

ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ სამოქმედო გეგმის განხილვაში. ქალთა უფლებების დაცვა სახელმწიფო პრიორიტეტია და ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზოგადოების გაძლიერებისთვის, ასევე სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის განმტკიცებისთვის, იმიტომ, რომ ქალთა უფლებების დაცვა არ არის მხოლოდ ქალების საკითხი – ეს ეხება მთელ საზოგადოებას, ზოგადად ქვეყნის განვითარებასა და მის სოციალურ პოლიტიკას“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან რეგიონში მიმდინარე საკითხები განიხილა
Next: წალენჯიხაში იუსტიციის სახლი შენდება
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.