გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან რეგიონში მიმდინარე საკითხები განიხილა. შეხვედრაზე იმსჯელეს 2027 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებისა და თვითმმართველობების დაფინანსებით განხორციელდება.
სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ დაგეგმილი სამუშაოები უნდა პასუხობდეს მოქალაქეების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს, ასევე, ხელს უწყობდეს ადმინისტრაციული ერთეულების იერსახის მოწესრიგებასა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.
