Skip to content
17/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

წალენჯიხაში იუსტიციის სახლი შენდება

მარშალ პრესი 17/11/2026
iu

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ქალაქ წალენჯიხაში, იუსტიციის სახლის ახალი ფილიალის სამშენებლო სამუშაოებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია გაეცნენ.

ღონისძიებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია და ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალი ფილიალის ამოქმედების შემდეგ წალენჯიხის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, იუსტიციის სახლის 600-ზე მეტი სერვისით თანამედროვე და კომფორტულ გარემოში ისარგებლოს. სივრცე სრულად არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.

ფილიალში დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. აქვე განთავსდება იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ოფისები.

წალენჯიხის იუსტიციის სახლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რიგით მე-16 ფილიალი იქნება. ამჟამად რეგიონში იუსტიციის სახლის 15 ფილიალი ფუნქციონირებს: ჭალადიდში, ხობში, სენაკში, აბაშაში, მარტვილში, ფოთში, მესტიაში, ზუგდიდში, რუხში, ორსანტიაში, ცაიშში, ჩხოროწყუში, ლესიჭინეში, ჯვარსა და ჯგალში.

სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ქვეყნის მასშტაბით ამჟამად იუსტიციის სახლის 128 ფილიალი ფუნქციონირებს.

Post navigation

Previous: ეკა სეფაშვილი: ქალთა უფლებების დაცვა სახელმწიფო პრიორიტეტია და ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზოგადოების გაძლიერებისთვის, ასევე სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის განმტკიცებისთვის.
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.