დიდუბის რაიონის გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს.
შენობა-ნაგებობების გამაგრების, სახურავებისა და ლიფტების რეაბილიტაციის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწესრიგების პარალელურად, პროგრამა სადარბაზოების შიდა სარემონტო სამუშაოებსაც ითვალისწინებს. მათ შორისაა დაზიანებული კიბის რეაბილიტაცია, რაც სადარბაზოებში უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელია.
ამ დროისთვის კიბის რეაბილიტაცია 4 მისამართზე განხორციელდა:
▪️ ბათუმის ქუჩა N16;
▪️ ბათუმის ქუჩა N26;
▪️ აკაკი წერეთლის გამზირი N84;
▪️ გვეტაძის ქუჩა N6.
დიდუბის რაიონის გამგეობა აგრძელებს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვას.
