Skip to content
17/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემის პროცესს დაესწრო

მარშალ პრესი 17/11/2026
913112924_1530681339114446_2216266931577209672_n

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემის პროცესს დაესწრო.

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს პროგრამის „სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო სხვადასხვა საშუალების თანადაფინანსება მიმდინარეობს.

პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსდება მიმდინარეობს ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატების, წვეთოვანი სარწყავი სისტემების, მარცვლეულის საფქვავების, რძის საწველი აპარატების შეძენა. ასევე ფინანსდება მეფუტკრეობის, მესათბურეობის, სამაცივრე მეურნეობის, ელექტრო ღობის, ჩირის, საოჯახო ღვინისა და სპირტის წარმოებისთვის საჭირო საშუალებებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა.

ტექნიკის განაწილებას ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, ფრიდონ ფუტკარაძე, მინდია დიასამიძე, მინისტრის მოადგილეები და პროგრამების განხორციელების დეპარტამენტის თანამშრომლები.

Post navigation

Previous: იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესი იწყება
Next: დიდუბის რაიონის გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.