Skip to content
16/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ედნარ ნატარიძესთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო

მარშალ პრესი 16/11/2026
910925651_1529551632560750_3195716728561958637_n

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ედნარ ნატარიძესთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო.

სამუშაოების დათვალიერებისას, მერი, მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მოისმინა მათი მოსაზრებები.
სოფელ ზანაქიძეებში 2-კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის ბოლო ფენა იგება. პროექტის ფარგლებში უკვე აშენებულია დამცავი ხელოვნური ნაგებობა და მოწყობილია სანიაღვრე არხები, რომლებიც გზიდან ზედაპირული წყლების გადინებას უზრუნველყოფს. აღნიშნული გზა ზედა ახალშენს სოფელ ხეღრუსთან დააკავშირებს და რეაბილიტირებული გზით 200 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს.

პარალელურად, ორთაბათუმი-მასაურას მიმართულებით დასკვნით ეტაპზეა 1,5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია. ამ მონაკვეთზეც ასფალტ-ბეტონის საფარის ბოლო ფენის დაგება მიმდინარეობს.

პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაზა შავაძემ მიაწოდა. სამუშაოებს ასევე გაეცნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

Post navigation

Previous: დავსწრებივარ, როდესაც „ნაცების“ გუნდს წვრთნიდნენ, ეს კრედოა – არასოდეს არაფერი მოინანიო, არასოდეს თქვა, რომ შეგეშალა, არასოდეს მოიხადო ბოდიში – პეტრე მამრაძე
Next: დავით ქართველიშვილი სამღვდელოების ნაწილზე: ღმერთის და წმინდანების სახელით დედაეკლესიის ერთიანობის დაშლას ცდილობენ
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.