Skip to content
16/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი სამღვდელოების ნაწილზე: ღმერთის და წმინდანების სახელით დედაეკლესიის ერთიანობის დაშლას ცდილობენ

მარშალ პრესი 16/11/2026
david kartvelishvili

„მოსახლეობის უმრავლესობას გაკეთებულ არჩევანს უწუნებდე და ქვეყნის აყირავებით ემუქრებოდე…ერთი ერთში იმეორებენ ამ ყველაფერს – შედეგიც იგივე კი არა, უფრო მძიმე დაუდგებათ: პოლიტიკურ შემთხვევაში – საკუთარ უღმერთობას ღიად აპელირებენ, აქ კი ღმერთის და წმიდანების სახელით დედაეკლესიის ერთიანობის დაშლას ცდილობენ“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

ქართველიშვილის აზრით, საერო პოლიტიკურ არჩევნებში დამარცხებული ძალების ქცევა, რომლებიც გადადიან საბოტაჟის რეჟიმში, მოსახლეობის არჩევანს უწუნებენ და ქვეყნის აყირავებით ემუქრებიან, ზუსტად იმეორებს იმ პროცესებს, რასაც დღეს ღმერთისა და წმინდანების სახელით დედაეკლესიის ერთიანობის დასაშლელად იყენებენ.

“როგორი მსგავსებაა – საერო პოლიტიკური არჩევნების წინ არანაირ წინამოსამზადებელ აგიტაციას არ აწარმოებდე, მერე აგებდე ამ არჩევნებს, მერე გულსა შინა თვისსა საკუთარ დაკავებულ ადგილს არ ეთანხმებოდე, საბოტაჟის რეჟიმში გადადიოდე, თავს ერთადერთ ნაღდს, ჭეშმარიტს, ლეგიტიმურს უწოდებდე და მოსახლეობის უმრავლესობას გაკეთებულ არჩევანს უწუნებდე და ქვეყნის აყირავებით ემუქრებოდე…ერთი ერთში იმეორებენ ამ ყველაფერს – შედეგიც იგივე კი არა, უფრო მძიმე დაუდგებათ: პოლიტიკურ შემთხვევაში – საკუთარ უღმერთობას ღიად აპელირებენ, აქ კი ღმერთის და წმიდანების სახელით დედაეკლესიის ერთიანობის დაშლას ცდილობენ. ბოლო ჟამს – წმინდა ათონის მთაც კი ჩაიძირებაო – გვასწავლიან წმინდა მამები, ხოლო ანტიქრისტე მაინც დამარცხდება”- წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ედნარ ნატარიძესთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო
Next: ირაკლი კობახიძე – განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დიალოგს ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის, ხელისუფლება არის ის, ვინც ქმნის პირობებს ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თუმცა თავად ეკონომიკას ქმნით ბიზნესმენები, აქედან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია, გვქონდეს მუდმივი დიალოგი ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.