მათი სახე არ იცვლება, – განაცხადა გადაცემასთან „იმედის კვირა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა პეტრე მამრაძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით.
მისი თქმით, მათი კრედოა – არასოდეს არაფერი მოინანიო, არასოდეს თქვა, რომ შეგეშალა, არასოდეს მოიხადო ბოდიში.
„მათი სახე არ იცვლება. სხვათა შორის, დავსწრებივარ, როდესაც „ნაცების“ გუნდს წვრთნიდნენ, ეს კრედოა – არასოდეს არაფერი მოინანიო, არასოდეს თქვა, რომ შეგეშალა, არასოდეს მოიხადო ბოდიში.
ვინ დაწერა ცნობილი სტატია, წერილი „ვინ აკეთებს რუსულ საქმეს საქართველოში“, – ლინკოლნ მიტჩელმა. ვინ არის მთავარი მოქმედი პირი ამ მხრივ მის სტატიაში? – რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი. წერს იმაზე, რომ პუტინის პირადი აგენტიც კი ამას ვერ გააკეთებდა, ვერ შეძლებდა, რაც სააკაშვილმა საქართველოს გაუკეთა“, – აღნიშნა პეტრე მამრაძემ.
