Skip to content
16/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სოზარ სუბარი არასამთავრობოებზე: როცა ნახეს, რომ სასამართლომ, რომელიც გახდა დამოუკიდებელი, არ დაიწყო მათი თამაში, არ გახდა მათი ჯიბის სასამართლო, ამის შემდეგ კატეგორიულად შეიცვალა მოთხოვნა და წამოვიდა ეს ე.წ. „ვეტინგი“

მარშალ პრესი 16/11/2026
SOZAR SUBARI

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედის კვირასთან“ 2012 წლის სკანდალური ფაქტი გაიხსენა. კერძოდ, ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ეკა გიგაური და დასავლელი ელჩები კატეგორიულად ითხოვდნენ, რომ ახალ მთავრობას ხელი არ ეხლო სააკაშვილისდროინდელი მოსამართლეებისთვის და ისინი უვადოდ დაენიშნა, სანაცვლოდ კი სრულ პოლიტიკურ ინდულგენციას სთავაზობდნენ.

„ამის შემდეგ, როცა ნახეს, რომ სასამართლომ, რომელიც გახდა დამოუკიდებელი, არ დაიწყო მათი თამაში, არ გახდა მათი ჯიბის სასამართლო, ამის შემდეგ კატეგორიულად შეიცვალა მოთხოვნა და წამოვიდა ეს ე.წ. „ვეტინგი“. თვითონ სახელწოდებაც კი შეურაცხმყოფელია იმიტომ, რომ „ვეტინგი“ თავდაპირველი მნიშვნელობით ნიშნავდა ცხენების შემოწმებას დოღის წინ და რაღაც ასეთი შემოწმება უნდა ჩაუტარდეთ თურმე სასამართლოს წევრებს და მოსამართლეებს“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც საქართველოსთან დამოკიდებულებას ეხება საკითხი, ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს გამოიხატება ჩვენს ურთიერთობებში ყოველდღიურად
Next: დავსწრებივარ, როდესაც „ნაცების“ გუნდს წვრთნიდნენ, ეს კრედოა – არასოდეს არაფერი მოინანიო, არასოდეს თქვა, რომ შეგეშალა, არასოდეს მოიხადო ბოდიში – პეტრე მამრაძე
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.