Skip to content
16/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც საქართველოსთან დამოკიდებულებას ეხება საკითხი, ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს გამოიხატება ჩვენს ურთიერთობებში ყოველდღიურად

მარშალ პრესი 16/11/2026
maka bochorishvili

როდესაც საქართველოსთან დამოკიდებულებას ეხება საკითხი, ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, – განუცხადა „იმედის კვირას“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის 3 წელთან დაკავშირებით.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ეს ორივე მხრიდან ქვეყნების ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობაა.

„რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას აქვს საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირების გარკვეული საფუძვლები და მნიშვნელობა აქვს ყველაფერს ამ პოზიციონირებაში. როდესაც საქართველოსთან დამოკიდებულებას ეხება საკითხი, ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს გამოიხატება ჩვენს ურთიერთობებში ყოველდღიურად.

საქართველო აღიარებს ერთი ჩინეთის პრინციპს და მიჰყვება ამას საერთაშორისო დღის წესრიგშიც. რა თქმა უნდა, ეს ორივე მხრიდან ქვეყნების ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობაა, რაც აისახება საერთაშორისო ურთიერთობებშიც“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმითვე, ჩინეთის მნიშვნელობა გლობალურად მზარდია.

„გლობალურად იზრდება ყოველდღიურად ჩინეთის როლი ასევე ეკონომიკური კუთხით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როდესაც ვმსჯელობთ გლობალურ პროცესებზე, მიმდინარე საერთაშორისო პროცესებზე, საქართველოს ჰქონდეს მჭიდრო და კარგი ურთიერთობა გლობალურ მოთამაშეებთან. ამ შემთხვევაში ჩინეთზეა ლაპარაკი.

ჩვენ ბოლო პერიოდში, ბუნებრივია, ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ ამ ურთიერთობების განვითარებაში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ჩინეთის მხრიდანაც ხდება ჩვენი რეგიონის მნიშვნელობის გააზრება და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ურთიერთობების განვითარება“, – დასძინა მან.

Post navigation

Previous: მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომ ორმა სახელმწიფომ გააუქმა ვიზები ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ძალიან დადებითი ეფექტი მოახდინა ტურიზმის სექტორში ზრდის დინამიკაზე და ხალხთაშორის კავშირების გაღრმავებაზე
Next: სოზარ სუბარი არასამთავრობოებზე: როცა ნახეს, რომ სასამართლომ, რომელიც გახდა დამოუკიდებელი, არ დაიწყო მათი თამაში, არ გახდა მათი ჯიბის სასამართლო, ამის შემდეგ კატეგორიულად შეიცვალა მოთხოვნა და წამოვიდა ეს ე.წ. „ვეტინგი“
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.