Skip to content
16/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომ ორმა სახელმწიფომ გააუქმა ვიზები ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ძალიან დადებითი ეფექტი მოახდინა ტურიზმის სექტორში ზრდის დინამიკაზე და ხალხთაშორის კავშირების გაღრმავებაზე

მარშალ პრესი 16/11/2026
mariam kvrivishvili

სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომ ორმა სახელმწიფომ გააუქმა ვიზები ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ძალიან დადებითი ეფექტი მოახდინა ტურიზმის სექტორში ზრდის დინამიკაზე, – განაცხადა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით საქართველოს ვიცე-პრემიერმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.

მარიამ ქვრივიშვილმა შეაჯამა ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა.

„გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა ადგილობრივ ავიაგადამზიდველებთან. მოხარული ვარ, რომ შანხაი-თბილისის მიმართულებით არსებული კვირაში სამი რეისი მოლაპარაკების საფუძველზე მომდევნო წლიდან გახდება კვირაში ხუთი რეისი. ვხედავთ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომ ორმა სახელმწიფომ გააუქმა ვიზები ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ძალიან დადებითი ეფექტი მოახდინა ტურიზმის სექტორში ზრდის დინამიკაზე და ხალხთაშორის კავშირების გაღრმავებაზე“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ორ ქვეყანას შორის ტურისტული კავშირები სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება, რაზეც მარკეტინგული კამპანიებიც მოახდენს გავლენას.

„ვფიქრობთ, რომ ეს დინამიკა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება და გააქტიურდება, რადგან ჩვენ უზრუნველვყოფთ ძალიან ფართომასშტაბიანი მარკეტინგული კამპანიის წარმოებას ჩინეთში იმისთვის, რათა გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის ცნობადობა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

Post navigation

Previous: ეკა გიგაური მონაწილეობდა 7 ნოემბრის აქციის დარბევის მონაწილე ბარბაროსების დაჯილდოებაში და ამაში მონაწილეობა რომ მიიღო, ვანო მერაბიშვილის ბრძანებით და ხელის მოწერით მიანიჭეს კაპიტნის ვადამდელი წოდება
Next: მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც საქართველოსთან დამოკიდებულებას ეხება საკითხი, ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს გამოიხატება ჩვენს ურთიერთობებში ყოველდღიურად
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.