Skip to content
16/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა გიგაური მონაწილეობდა 7 ნოემბრის აქციის დარბევის მონაწილე ბარბაროსების დაჯილდოებაში და ამაში მონაწილეობა რომ მიიღო, ვანო მერაბიშვილის ბრძანებით და ხელის მოწერით მიანიჭეს კაპიტნის ვადამდელი წოდება

მარშალ პრესი 16/11/2026
goga khaindrava

ეს ბრძანება მაქვს ნანახი და რასაც ვამბობ, დოკუმენტურად დამტკიცებულია სასამართლოს მიერ – გიგაური მონაწილეობდა 7 ნოემბრის აქციის დარბევის მონაწილე ბარბაროსების დაჯილდოებაში და ამაში მონაწილეობა რომ მიიღო, ვანო მერაბიშვილის ბრძანებით და ხელის მოწერით მიანიჭეს კაპიტნის ვადამდელი წოდება. ამიტომ დავარქვი „კაპიტანი გიგაური“, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ კინორეჟისორმა გიორგი ხაინდრავამ ეკა გიგაურზე საუბრისას.

ხაინდრავას შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები რეალურად იყვნენ არა არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ პირდაპირ სადაზვერვო დაწესებულებები – სხვადასხვა ფორმით შენიღბულები იმისთვის, რომ ეწარმოებინათ ის საქმიანობა, რომლის მომსწრეც არის მთელი საქართველო ამ წლების განმავლობაში.

„ქართველი ერის საყრდენი არის ეკლესია, ამიტომ ყველაზე გააფთრებული ბრძოლა ეკლესიასთან მიმართებით მიდის და ყველაზე მეტი ფული მაგაზე იხარჯება, ევროპა არის ამის ყველაზე ნათელი მაგალითი.

უნდა გაიყოს აგენტურა, რომელმაც დაირქვა არასამთავრობო ორგანიზაციები და ორგანიზაციები, რომლებიც საგანმანათლებლო და გარემოს დაცვის სფეროებში საქმიანობენ. მათ საერთო არაფერი აქვთ.

სააკაშვილის დროს თუ რამის მოგვარება უნდოდათ საქართველოში, ამერიკის საელჩოში რეკავდნენ, დღეს დამთავრდა ეგ თემა და მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ეს არის სუვერენული ქვეყანა. იმიტომ გვიცნო ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა ჩინეთი და დაინტერესდა, თორემ აქამდეც გეოგრაფიულად აქ იყო საქართველო“, – აღნიშნა გიორგი ხაინდრავამ.

Post navigation

Previous: კახა კალაძე ლილოს ნაგავსაყრელზე: ვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც მოგცემს იმას, რომ სუნი, რომელიც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, მოწესრიგდეს
Next: მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომ ორმა სახელმწიფომ გააუქმა ვიზები ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ძალიან დადებითი ეფექტი მოახდინა ტურიზმის სექტორში ზრდის დინამიკაზე და ხალხთაშორის კავშირების გაღრმავებაზე
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.