Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მთელი ეს პერიოდი ვთავაზობდით ოპოზიციას, რომ ჩაერთონ კონსტრუქციულ დისკუსიაში და საპარლამენტო ცხოვრებაში. მათ აინტერესებთ მხოლოდ 2%-იანი ბარიერი იმისათვის, რომ 2024 წელს მეტი შანსი მიეცეთ

მარშალ პრესი 13/07/2022
ირაკლი კობახიძე

მთელი ეს პერიოდი ვთავაზობდით ოპოზიციას, რომ ნებისმიერ თემაზე ჩაერთონ კონსტრუქციულ დისკუსიაში და საპარლამენტო ცხოვრებაში. მათ აინტერესებთ ერთადერთი რამ, რაც საზოგადოებისთვის საერთოდ არ არის საინტერესო. მათ აინტერესებთ 2%-იანი ბარიერი იმისათვის, რომ ნაცმოძრაობას თავის სატელიტებთან ერთად მიეცეთ მეტი შანსი 2024 წელს. ეს არის ერთადერთი. რაც აინტერესებთ. არანაირი ხალხის ინტერესი არ აქვთ, – განაცხადა „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს არ აინტერესებთ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის სოციალური და ეკონომიკური თემები.

„ჩვენ ვთავაზობთ უამრავ საკითხზე დისკუსიას. ეს არის ეკონომიკური, სოციალური თემები. ასევე, დემოკრატიული განვითარების საკითხები და ა.შ. არსად არ ერთვებიან, არანაირ დისკუსიაში. ერთადერთი, რაც აინტერესებთ, არის ის საკითხები, სადაც სუბიექტურად შეიძლება მოახდინონ ძალაუფლების დაბრუნება. მეტი არაფერი არ აინტერესებთ, საერთოდ. არც ერთ საკითხში არ ჩართულან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც არის საზოგადოებისთვის საინტერესო. ყველაფერს ვთავაზობთ, არანაირი დამატებითი პუნქტები არ სჭირდებათ. ცალკეა, რა თქმა უნდა, ეს 12 პუნქტი, რასაც მივყვებით იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ნებისმიერი სხვა საკითხისთვის ღიაა დისკუსია. არსად არ ერთვებიან, საზოგადოებას რაც აინტერესებს. ასეთი შემთხვევა არ მახსენდება საერთოდ“, – განაცხადა კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ 4 მილიონიანი ქვეყანა და რა თქმა უნდა, რუსეთთან თეორიული ომი რომ წარმოვიდგინოთ, იქნებოდა აბსოლუტურად გამანადგურებელი
Next: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გაგვაბრაზოს, თორემ ერთი დაძახება და მთელი საქართველო გამოვა – ქეთი დოლიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025