Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ 4 მილიონიანი ქვეყანა და რა თქმა უნდა, რუსეთთან თეორიული ომი რომ წარმოვიდგინოთ, იქნებოდა აბსოლუტურად გამანადგურებელი

მარშალ პრესი 13/07/2022
ირაკლი კობახიძე

როდესაც ბარამიძემ ქართულ ჯარზე თქვა „მკვდარი მკვდარს აეკიდა“-ო, აქ შეურაცხყოფა მიაყენა ერთი მხრივ ქართულ ჯარს, მეორე მხრივ უკრაინულ ჯარს. ვხედავთ, როგორ გმირულად იბრძვიან უკრაინელი ჯარისკაცები და ქართველ ჯარისკაცებზე უნდა ითქვას, რომ მათ აბსოლუტურად ყველა ფრონტზე აქვთ დამტკიცებული, რომ არიან საუკეთესოები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ჩვენ ვართ 4 მილიონიანი ქვეყანა და რა თქმა უნდა, რუსეთთან თეორიული ომი რომ წარმოვიდგინოთ, ეს იქნებოდა აბსოლუტურად გამანადგურებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ბარამიძის განცხადება ცალსახად შეურაცხმყოფელია იმიტომ, რომ პირდაპირი შეურაცხყოფა ჯარისკაცებს მიაყენა. ჩვენი სახელმწიფოს სიდიდის გათვალისწინებით, ეკონომიკის, ბიუჯეტის, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, არავითარი რესურსი არ გვაქვს, რომ გრძელვადიანი წინააღმდეგობა გავწიოთ ასეთი ომის პირობებში. ჯარისკაცებზე რა თქმა უნდა, საუბარი არ არის. მით უმეტეს, რომ კონკრეტულ ცხელ წერტილებში ყველამ ნახა, როგორი ბრძოლა შეუძლიათ ქართველ ჯარისკაცებს. როდესაც ამას ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ასეთ შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს, მით უმეტეს რომ თავდაცვის მინისტრი იყო, ეს ცალსახა შეფასებას იმსახურებს. რატომ შეიძლება აინტერესებდეს ვინმეს აქ ომი, სუბიექტურად თუ ობიექტურად, შეიძლება არსებობდეს საქართველოს ომში ჩართვის. რამდენიმე ათეული ათასი რუსი ჯარისკაცი უნდა მოცდეს საქართველოში, რაც რუსეთისთვის ნიშნავს ძალიან სერიოზულ დანაკლისს უკრაინის ფრონტზე. განსხვავებით მოლდოვისგან, რომელსაც თუ არ ვცდები ოფიციალურად ჰყავს 6 ათას კაციანი არმია, აქედან რეალური სამხედრო თუ არ ვცდები, 4 ათასიც არ არის. ანუ პრაქტიკულად ჯარი არ ჰყავს მოლდოვას აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა. ნებისმიერი ომი, რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ, გამანადგურებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: ცაიტნოტის საჭიროება არ არსებობს, როგორც ჩანს, გადაიაზრა ევროკომისიამ და საბოლოო ჯამში ყველაფერი გაყვა იმ ლოგიკას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით
Next: ირაკლი კობახიძე: მთელი ეს პერიოდი ვთავაზობდით ოპოზიციას, რომ ჩაერთონ კონსტრუქციულ დისკუსიაში და საპარლამენტო ცხოვრებაში. მათ აინტერესებთ მხოლოდ 2%-იანი ბარიერი იმისათვის, რომ 2024 წელს მეტი შანსი მიეცეთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.